მდინარისპირა ტყე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარისპირა ტყე, მდინარის პირას პირველ და მეორე ტერასის გადაკვეთაზე არსებული ტყე. მისთვის დამახასიათებელია საკვები ნივთიერებით მდიდარი ლამიანი ნიადაგი, პერიოდული დატბორვა, გრუნტის წყლის სიახლოვე. მდინარისპირა ტყე მრავალსართულიანია. ზედა სართული, უკავია ხვალოს, ოფს, ჭალის (გრძელყუნწა) მუხას, თელას; მეორე სართული — ტირიფს, თუთას, მაჟალოს, ნეკერჩხალს, ხოლო ქვედა სართული — სხვადასხვა სახეობის კუნელს, ზღმარტლს, შინდს, შინდაწლას და სხვა სახეობებს. სართულები ერთმანეთში ხვიარა მცენარეებითაა გადახლართული. საქართველოში ამ სახის ტყეები ფართოდ იყო გავრცელებული, ამჟამად მცირე მასივებია (ჭიაური — ალაზანზე; ყორუღი - იორზე და რუათავი - მტკვარზე გარდაბნის მიდამოებში) შემორჩენილი. მდინარისპირა ტყის დიდი მნიშვნელობა აქვს წყალდიდობისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და სანადირო ფაუნის შენარჩუნებისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სარაჯიშვილი დ., ქსე, ტ. 6, გვ. 531, თბ, 1983