მაქაონი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქაონი
Papilio machaon 01 (HS).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ქერცლფრთიანები
ოჯახი: აფროსნისებრნი
სახეობა: მაქაონი
ლათინური სახელი
Papilio machaon

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მაქაონი (Papilio machaon), დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მაქაონის ფრთების შლილი 9 სმ აღწევს. აქვს ყვითელი სხეული, წამახვილებული წინა ფრთები. უკანა ფრთები ბოლოვდება კუდებით. მატლი მწვანეა, შავი გასწვრივი ზოლები დასდევს და ყვითელი ლაქები აქვს. იკვებება როგორც ველური, ისე კულტურული ჯვაროსნების ფოთლებით. დაფრინავს მაის-ივნისში და აგვისტო-სექტემბერში (მეორე ტაობა). მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც ბარში, ისე მთაში. მაღალმთიანეთში ბინადრობს მაქაონი „რუსთაველი“ (Papilio machaon rusthaveli), საქართველოში მაქაონს „მერცხალკუდას“ უწოდებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

.
  • დიდმანიძე ე., ქსე, ტ. 6, გვ. 498, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები