აფროსნისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აფროსნისებრნი (Papilionidae), დღის პეპლების ოჯახი. აერთიანებს 700 სახეობას. ფრთების შლილი 30 სმ აღწევს. მოხატულობა მრავალგვარია, მკვეთრი, ფოლადისფერი ელფერით. უკანა ფრთები ხშირად გრძელი კუდის მსგავსი გამონაზარდით ბოლოვდება. აფროსნისებრნი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, განსაკუთრებით ტროპიკებში. საქართველოში - 6 სახეობაა. ფართოდაა გავრცელებული მაქაონი, პოდალირიუსი, აპოლონი და შავი აპოლონი. საყურადღებოა კავკასიური ენდემი "ნორდმანი" - Parnassius nordmanni, რომელიც ზღვის დონიდან 3600-3900 მ-ზე ადის და კავკასიური თაისი - Thaiscarisyi caucasica, რომლის მატლი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული ძირმწარათი იკვებება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- დიდმანიძე ე., ქსე, ტ. 2, გვ. 28, თბ., 1977
სტატიის