მაუნტ-გამბირი
|
ქალაქი
მაუნტ-გამბირი
Mount Gambier
|
მაუნტ-გამბირი (ინგლ. Mount Gambier) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ ავსტრალიის შტატში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 23 494 ადამიანს, ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლებობის მიხედვით ამ ქალაქს 50-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 881.1 ადამიანს. ქალაქის ფართობია 26.7 კმ². მაუნტ-გამბირი 450 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ადელაიდას, ხოლო მელბურნს 435 კილომეტრით. მაუნტ-გამბირთან მდებარეობს ორი ტბა ლურჯი ტბა და ვალეის ტბა, ტბები მოქცეულია მთა გამბირზე, ეს ტერიტორიები ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია. მაუნტ-გამბირიდან 15 კილომეტრში მდებარეობს ორი შტატის სამხრეთი ავსტრალიის და ვიქტორიას ოფიციალური საზღვარი. ქალაქი დაარსდა 1854 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 708.3 მმ-ს.
ფოტო გალერეა[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
|||||