მატიტელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატიტელა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: მატიტელასებრნი
გვარი: მატიტელა
ლათინური სახელი
Polygonum

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მატიტელა (Polygonum), მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ბუჩქბალახები და ბუჩქებია. აქვთ სწორმდგომი ან გართხმული, ზოგჯერ ხვიარა ღერო, 4-6 ფურცლიანი გვირგვინისებრი ყვავილსაფარი და სამწახნაგოვანი ნაყოფი. გვარში 300-მდე სახეობაა. უმეტესად გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ ოლქებში. საქართველოში 28 სახეობა იზრდება, მათ შორის ხალხში კარგად ცნობილია სახეობებია წართხალი (Polygonum alpinum), წყლის დვალურა (Polygonum amphibium), ჩვეულებრივი მატიტელა (Polygonum aviculare), დვალურა (Polygonum carneum), ყანის ჭლექი (Polygonum convolvulus), ღობისძირა (Polygonum dumetorum), წალიკა (Polygonum hydropiper) და სხვა სახეობები. ზოგი მათგანი აბეზარი სარეველაა, ზოგს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, ზოგი კი ცხოველთა (განსაკუთრებით ბატების და ინდაურების) საკვებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი შ., ქსე, ტ. 6, გვ.494, თბ., 1983