დვალურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დვალურა | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Polygonum bistorta | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
დვალურა (Polygonum bistorta), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს კენწრულ თავთავად შეკრებილი წითელი ან ვარდისფერი წვრილი ყვავილები. გავრცელებულია ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, უფრო ხშირად დეკიანებში. დვალურას ფესურა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, სახამებელს, C ვიტამინს, გლუკოზასა და სხვა. იყენებენ მედიცინაში. ნორჩ ფოთოლს საქართველოში ზოგან მხალად ხმარობენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 491, თბ., 1978
სტატიის