მანქანები (ფილმი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანქანები
Cars
Cars Poster.jpg
რეჟისორი ჯონ ლასეტერი
ჯო რენფტი
პროდიუსერი დარლა ანდერსონი
სცენარის ავტორი დენ ფოგელმენი
ჯონ ლასეტერი
ჯო რენფტი
კილ მიურეი
ფილ ლორინი
იორგენ კლუბინი
ნაწარმოები ჯონ ლასეტერი
ჯო რენფტი
იორგენ კლუბინი
ბრენდა ჩეპმენი
მონტაჟი კენ შრეცმანი
როლებს ახმოვანებენ ოუენ უილსონი
პოლ ნიუმანი
ბონი ჰანტი
ჩიკ მარინი
ჯენიფერ ლევისი
ტონი შალჰუბი
ჯონ რაცენბერგერი
ჯორჯ კარლინი
დენიელ უითნი
მაიკლ კიტონი
კომპოზიტორი რენდი ნიუმენი
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ხანგრძლივობა 116 წთ.
პრემიერა 9 ივნისი 2006 (2006-06-09)
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $120 მილიონი[1]
შემოსავალი $461,983,149[1]
ვებ გვერდი http://www.pixar.com/
IMDb ID 0317219

მანქანები2006 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური ფილმი. სურათი არის Pixar/Disney-ის მეშვიდე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, რომლის რეჟისორებიც არიან ჟონ ლასეტერი და ჯო რენფტი. ის ასევე არის Pixar-ის ბოლო ფილმი, სანამ მას უოლტ დისნეის კომპანია შეიძენდა. ფილმი მოგვითხრობს სამყაროს შესახებ, რომელიც დასახლებულია მანქანებითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით. პერსონაჟებს ახმოვანებენ ოუენ უილსონი, პოლ ნიუმანი, ბონი ჰანტი, ჩიკ მარინი, ჯენიფერ ლევისი, ტონი შალჰუბი, ჯონ რაცენბერგერი, ჯორჯ კარლინი, დენიელ უითნი და მაიკლ კიტონი. ასევე მიხაელ შუმახერი და ჯერემი კლარკსონი (ბრიტანული ვერსია) ახმოვანებენ პერსონაჟებს, რომელთაც მხოლოდ კამეო ეპიზოდები აქვთ. მანქანები არის Pixar-ის მეორე ანიმაციური ფილმი, მწერის ცხოვრების შემდეგ, რომელშიც არცერთი პერსონაჟი არაა ადამიანი.

სურათი გამოვიდა 2006 წლის 9 ივნისს აშშ-ში, რასაც მოჰყვა კრიტიკოსების მიერ მისი აღიარება. Rotten Tomatoes-ის მიხედვით მათი 74% ფილმს პოზიტიურად აფასებდა.[2] მანქანები იყო ნომინირებული ორ ოსკარზე, მათ შორის საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაზე და ასეთივე ნომინაციაში დაიმსახურა ოქროს გლობუსი. DVD დისკებზე ფილმი 2006 წლის 7 ნოემბერს გამოქნდა, მომდევნო წელს კი Blu-Ray-ზე გამოვიდა. ფილმთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქტებმა, მათ შორის მანქანების შემცირებული მოდელებმა გაყიდვებში $5 მილიარდი აიღეს, რაც რეკორდულია Pixar/Disney-ის ფილმებს შორის.[3]

ფილმის გაგრძელება, მანქანები 2 ამჟამად მზადების პროცესშია და მისი პრემიერა დაგეგმილია 2011 წლის 24 ივნისს.[4]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 Cars (2006). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2009-06-02.
  2. Cars (2006) on Rotten Tomatoes. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 4 January 2011.
  3. Brooks Barnes (April 5, 2009). Pixar’s Art Leaves Profit Watchers Edgy. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 2009-06-02.
  4. Michael Hann (April 23, 2010). Disney-Pixar confirms Monsters Inc 2. guardian.co.uk.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

(ინგლისური) მანქანებიკინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე