მიხაელ შუმახერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაელ შუმახერი

მიხაელ შუმახერი
დაიბადა 3 იანვარი, 1969 (1969-01-03) (55 წლის)
ჰიურტი, დასავლეთი გერმანია
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანელი
წლები 1991–2006, 2010–2012
გუნდ(ებ)ი Jordan, Benetton, Ferrari, Mercedes
მანქანის ნომერი 1
რბოლა 308 (306 სტარტი)
ჩემპიონი 7 (1994, 1995, 2000, 2001, 2002, 2003, 2004)
მოგება 91
კვარცხლბეკი 155
ქულები 1,566
პოულ პოზიცია 68
უსწრაფესი წრე 77
პირველი რბოლა ბელგიის გრან-პრი 1991
პირველი მოგება ბელგიის გრან-პრი 1992
ბოლო მოგება ჩინეთის გრან-პრი 2006
ბოლო რბოლა ბრაზილიის გრან-პრი 2012

მიხაელ შუმახერი (გერმ. Michael Schumacher. მეტსახელები: მზის ბიჭი, წითელი დრაკონი, შუმი; დ. 3 იანვარი, 1969, ჰიურთ-ჰერმიულჰაიმი (ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია), გერმანია) — ფორმულა 1-ის გერმანელი მრბოლელი, შვიდგზის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონი. მიხაელ შუმახერს მოგებული აქვს 67 პოულ-პოზიცია და მსოფლიო ჩემპონატის 87 ეტაპი, ორივე მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხაელ შუმახერი დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს გერმანიის ქალაქ ჰიურთ-ჰერმიულჰაიმში. მამა, როლფ შუმახერი ადგილობრივი კარტინგის ტრეკის მფლობელი იყო, დედა — ელისაბედი მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. მრბოლელის კარიერა მიხაელისთვის კარტინგით დაიწყო, რომელიც მამამისის მიერ იყო აწყობილი. 4 წლის ასაკში პატარა მიხაელი პირველად დაჯდა კარტინგის საჭესთან, ხოლო 5 წლის ასაკში წარმატებით გამოდიოდა კარტინგით რბოლაში. მიხაელის უმცროსი ძმა რალფი ასევე გახდა ავტომრბოლელი. მოგვიანებით მიხაელი კარტინგის გარდა გატაცებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებითაც, ძიუდო და კარატე, თუმცა მისი მთავარი ოცნებად მაინც ავტორბოლას წარმოადგენდა.

12 წლის ასაკში მან მიიღო პირველი, მრბოლელის ლიცენზია და დაიწყო მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრებებში. 1984-1987 წლებში მან რამდენიმეჯერ მოიგო გერმანიის და ევროპის ჩემპიონატები კარტინგში. 1990 წელს მიიღო ტიტული გერმანულ ფორმულა-3-ში. 1991 წლიდან განაგრძობდა სვლას უფრო მაღალ საფეხურებზე, იაპონურ ფორმულა-3000-ში მონაწილეობით. 1990 წლის დასაწყისში მონაწილეობდა ჩემპიონატში „German Touring Car“, და გაიმარჯვა მეხიკოსა და ავტოპოლისის რბოლებში.

ფორმულა ერთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორდანი (1991)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს, სეზონის მეორე ნახევარში, ედდ ჯორდანმა შუმახერს შესთავაზა გამოსულიყო მისი გუნდის, „ჯორდანის“ სახელით, ბელგიის გრან-პრიზზე, პოლიციასთან ჩხუბის გამო ციხეში მოხვედრილი ბერტრანა გაშოს ნაცვლად. შუმახერის მენეჯერმა ვილ ვებერმა დაარწმუნა „ჯორდანი“ მიხაელის ტალანტში, განცხადებით, რომ მიხაელი კარგად იცნობდა ამ ტრასას (შუმახერი ახლოს ცხოვრობდა ბელგიის ტრასებთან). სინამდვილეში შუმახერი ამ ტრეკზე პირველად გამოდიოდა. მიხაელმა ყველა განაცვიფრა, როდესაც ფორმულა 1-ით პირველ კვალიფიკაციაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. რბოლის დაწყებისას, სტარტზე მან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ პირველივე წრიდან გამოეთიშა რბოლას, რადგან მისი ბოლიდი დაზიანდა.

ბენეტონი (1991–1995)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასეთი სავალალო დებიუტის შემდეგ, შუმახერი „ბენეტონმა“ მიიწვია თავის გუნდში და მან შემდეგი რბოლა „ბენეტონ-ფორდ“-ში ჩაატარა. მალე მას შეარქვეს მეტსახელი „მზის ბიჭი“, მისი ღიმილისა და გამოკვეთილი ყვითელი კომბინიზონის გამო. პირველსავე წრეზე მან გაუსწრო მისსავე თანაგუნდელ და სამგზის ჩემპიონ ნელსონ პიკეს და ფინიშზე მივიდა რიგით მეხუთე. 1992 წელს მიხაელმა მოიგო მისი პირველი ავტორბოლა, რაც მისთვის მომავალში ჩვეული საქმე გახდა. 1994 წელს მიხაელ შუმახერმა მოიგო პირველი ჯგუფური ჩემპიონატი ბენეტონის გუნდისათვის, რითაც 1 ქულით გაუსწრო დეიმონ ჰილს.

ფერარი (1995–2006)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს მიხაელ შუმახერმა დაიბრუნა თავისი ტიტული, რომლის დროსაც თავის მეტოქე დეიმონ ჰილს გადაუსწრო 33 ქულით. იმავე პერიოდში მიხაელ შუმახერი თანხმდება ფერარის კომპანიასთან თანამშრომლობას. იმ დროისათვის ფერარი უკვე 17 წლის მანძილზე ვერ იგებდა შეჯიბრებებს პირად ჩათვლაში. პირველასვე წელს მიხაელ შუმახერმა კომპანის მოუტანა სამი მოგება და მესამე ადგილი პირად ჩათვლაში. 1997 შუმახერი ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ ხერესის აუტოდრომზე კურვა დრაი საქის მოსახვევში იგი ჟაკ ვილნევს დაეჯახა და დისკვალიფიცირებული იქნა რბოლიდან. მეტიც მას ჩემპიონატში ქულები გაუუქმეს. 1998 წელს ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ სუზუკას რბოლაზე 31 წრეზე მას საბურავი დაუზიანდა და პიტ ლეინამდე ვერ მიაღწია. იმ წელს მიკა ჰაკინენი გახდა ჩემპიონი.

პრესაში მიხაელ შუმახერს ხშირად მოიხსენიებდნენ „შუმ“-ად და „წითელ ბარონად“. 1999 წელს დიდი ბრიტანეთის გრან-პრიზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მოიტეხა ფეხი, რამაც ხელი შეუშალა გამხდარიყო მესამეჯერ მსოფლიო ჩემპიონი. ავარიის შემდგომ შუმხერი იძულებული იყო გამოეტოვა ექვსი ავტორბოლა (მისი ბოლიდი დროებით მიკა სალომ დაიკავა). სეზონის ბოლოს მალაიზიისა და იაპონიის გრანპრის გამოჩენისას მან 1983 წლიდან პირველად ფერარის მოუპოვა კონსტრუქტორების თასი. 2000 წელს იაპონიის გრან-პრიზე მიხაელ შუმახერმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის მისი მესამე ტიტული, რაც ფერარისათვის 21 წლიანი ლოდინის შემდეგ განხორციელდა. მან მოიგო ჩვიდმეტიდან ცხრა რბოლა, რითაც გახდა პირველი გრან-პრის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე. 2001 წელს შუმახერმა მოიგო მისი მეოთხე ტიტული და მოხსნა ალენის რეკორდი. 2002 წელს მიხაელი დომინირებდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, მოიგო რა ჩიდმეტიდან თერთმეტი გრან-პრი და დაასრულა ყველა ჩემპიონატი პოდიუმზე, რითაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონის რიგით მეხუთე ტიტული გაუტოლდა რა ხუან მანუელ ფანხიოს რეკორდს. 2003 წელს ფანხიოს რეკორდიც მოხსნა გახდა რა მიხაელ შუმახერი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი. 2004 წელს მოიგო რა თვრამეტიდან ცამეტი გრან-პრი, ის დასრულებამდე გახდა შვიდგზის ჩემპიონი.

2005 წელს ფერარის გუნდს ჰქონდა ჩავარდნა, რომლის დროსაც უპირატესობა რენოს გუნდმა მოიპოვა მრბოლელ ფერნანდო ალონსოს სახით. ამ ორთაბრძოლაზე მიხაელ შუმახერს ხვდა მხოლოდ მესამე ადგილი. 2006 წელს ალონსომ კვლავ გაიმარჯვა. შუმახერმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულებამდე დატოვებდა სპორტს, თუმცა ფერარის კომპანიაში დარჩა ექსპერტისა და მრჩეველის სახით, პარალელურად ტესტირებას უწევდა ბოლიდებს.

2008 წელს მიხაელ შუმახერი მონაწილეობდა ფილმ „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშობებზე“, სადაც იგი ასპარეზობდა წითელი ეტლით.

2009 წლის 29 ივლისს მიხაელ შუმახერი დაუბრუნდა დიდ სპორტს. 2009 წლის ევროპის გრან-პრიზე მას უნდა შეეცვალა ტრავმირებული ფილიპ ი მაში. 2009 წლის 31 ივლისს მიხაელ შუმახერმა ბოლიდი გატესტა ავტოდრომზე იტალიაში, მაგრამ თებერვალში მიღებული კისრის ტრავმის გამო მას გრან-პრიში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია.

მერსედესი (2010–2012)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ბოლოს მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა მერსედეს-ბენცის გუნდთან. 2010 წელს შუმი კვლავ დაუბრუნდა ფორმულა ერთს. იგი მერსედესის შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ნიკო როსბერგთან ერთად (ის ასევე F1-ის ყოფილი მრბოლელის კეკე როსბერგის შვილია) 2010-2012 წლებში შუმახერმა ერთი პოულ პოზიცია დაისაკუთრა მონაკოში და ერთი პოდიუმი ვალენსიაში. 2012 წლის 24 ივნისს ევროპის გრან-პრიზე პირველად სპორტის დაბრუნების შემდეგ ავიდა პოდიუმზე, დაიკავა რა მესამე ადგილი. იმავე წელს მიხაელ შუმახერმა დატოვა ფორმულა 1 და გამოაცხადა მისი სპორტული კარიერის დასასრული.

ცხოვრება სპორტული კარიერის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხაელ შუმახერს ძალიან იტაცებდა ექსტრემალური სპორტი. მას ასევე ჰქონდა სპრინგერის ლიცენზიაც, რომელიც უფლებას აძლევდა პარაშუტით მარტო გადმომხტარიყო საფრენი აპარატიდან.

მიხაელ შუმახერი ითვლება ერთ-ერთ მაღალანაზღაურებიან სპორტსმენად, რომელმაც თავისი კარიერის მანძილზე არაერთი ასეული მილიონი დოლარის გამომუშავება შესძლო, რომლიდანაც ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებში დახარჯა.

2013 წლის 29 დეკემბერს მიხაელ შუმახერი შვილთან და მის მეგობრებთან ერთად კატაობდნენ საფრანგეთის ალპების კურორტ მარიბელისის სათხილამურო ტრასაზე. სპორტსმენმა გადაწყვიტა გასულიყო გაკვალული ტრასიდან და 20 მეტრი ესრიალა მოუმზადებელ მონაკვეთზე. თოვლის საფარის ქვეშ არსებულ ქვაზე ფეხის დაცდენით იგი დაეცა და კლდეზე შეჯახებით მიიღო თავის ტრავმა. მიხაელ შუმახერი რამდენიმე ხანი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა და გადაიტანა თავის არაერთი ოპერაცია. 2014 წელს მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ გადაყვანილ იქნა სახლში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს მიხაელმა ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო მისი მომავალი მეუღლე კარინე ბეჩ. 1995 წელს მიხაელ შუმახერი და კარინა ბიჩი დაქორწინდნენ. წყვილი დასახლდა ჟენევის ტბასთან მდებარე ქალაქ ფლინ სლეში. ორი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ქალიშვილი ჯინა-მარია, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ ვაჟიშვილი — მიკი, რომელმაც გააგრძელა თავისი მამის გზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]