გულადი (2012 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულადი
რეჟისორი მარკ ენდრიუსი
ბრენდა ჩემპენი[1]
პროდიუსერი კეტრინ სარაფიანი
ნაწარმოები ბრენდა ჩემპენი
კომპოზიტორი პატრიკ დოილი
მონტაჟი ნიკოლას კ. სმითი
სტუდია Pixar
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა
ხანგრძლივობა 93 წთ[2]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $185 მილიონი[3]
შემოსავალი $554,561,288[3]
IMDb პროფილი

გულადი (ინგლ. Brave) — 2012 წლის 3D ფორმატის ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი. იგი გადაღებული იქნა სტუდია Pixar-ის მიერ. დისტრიბუციას მას უწევს Walt Disney Pictures. ფილმის სცენარის ავტორები არიან მარკ ენდრიუსი, სტივ პარსელი, ბრენდა ჩემპენი და აირინ მექი. რეჟისორები არიან ენდრიუსი და ჩეპმენი,[4] ხოლო დამატებითი რეჟისორი - პარსელი. ფილმის პერსონაჟებს ახმოვანებენ კელი მაკ-დონალდი, ჯული უოლტერსი, ბილი კონოლი, ემა თომპსონი, კევინ მაკ-კიდი, კრეიგ ფერგიუსონი, რობი კოლტრეინი და ჯონ რაცენბერგერი. ფილმზე მუშაობის მომენტისათვის არსებული ყველაზე დახვეწილი ვიზუალური ეფექტების მისაღებად, Pixar-ის მიერ ანიმაციის სისტემა მთლიანად იქნა შეცვლილი, პირველად 25 წლის მანძილზე.[5]

ფილმის სიუჟეტში მოთხრობილია მარჯვე მშვილდოსან მერიდას თავგადასავლები. მისი პრემიერა შედგა 2012 წლის 10 ივნისს, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. იგი აშშ-ში ოფიციალურად 2012 წლის 22 ივნისს გამოვიდა. სეანსამდე ფილმს ერთვის მოკლემეტრაჟიანი La Luna (რეჟისორი ენრიკო კასაროსა).[6]

სიუჟეტი[რედაქტირება]

მერიდა, მარჯვე მშვილდოსანი და მეფე ფერგუსისა და დედოფალ ელინორის ასული, ცხოვრობს დანბროქის შოტლანდიურ სამეფოში. იგი პრინცესაა და სამი ძმა ჰყავს. მერიდა უნდა დანიშნონ ერთ-ერთ ლორდზე - დინგვალზე, მაკინტოშზე ან მაკ-გაფინზე. თუმცა პრინცესას საკუთარი ცხოვრების მართვა სურს. იგი არღვევს ძველ ტრადიციას და მართავს სამშვილდოსნო შეჯიბრს სამ ლორდს შორის. ამით იგი სამეფოში არეულობას იწვევს. დახმარებისათვის მერიდა მიმართავს მოხუც ბრძენ ქალს, რათა „დედა შეცვალოს“. მაგრამ დედა, მოხუცის შელოცვით, იქცევა დათვად. მერიდამ უნდა ისწავლოს, თუ რა არის ნამდვილი გულადობა, ოჯახს წყევლა მოხსნას და გადაარჩინოს სამეფო.[7]

როლები[რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება]

2008 წლის აპრილში ფილმის პროექტი ცნობილი იყო სათაურით „დათვი და მშვილდი“[13]. „გულადი“ დაგეგმილი იყო, როგორც Pixar-ის პირველი ფილმი, რომელიც ზღაპრის ჟანრის იქნებოდა. იგი უფრო ბნელია და უფროს ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. სიუჟეტი მიმდინარეობს შოტლანდიის მთებში, X საუკუნეში. ბრენდა ჩემპენი მას თვლის ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ძმები გრიმების ჟანრის ზღაპრად.[14] იგი პროექტის ინიციატორი და რეჟისორი იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Pixar-ის ფილმზე მუშაობდა ქალი რეჟისორი.[15] მაგრამ 2010 წლის ოქტომბერში მას, შემოქმედებითი უთანხმოებების შედეგად მარკ ენდრიუსი ჩაენაცვლა.[16]

Pixar-ის ფილმების ისტორიაში მერიდა რიგით პირველი მთავარი პერსონაჟი გოგონაა.[4] თავდაპირველად მისი როლი გახმოვანებული რიზ უიზერსპუნის მიერ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უარი განაცხადა, საკუთარი გრაფიკის გამო. პერსონაჟი საბოლოოდ კელი მაკ-დონალდმა გაახმოვანა,[4] რომელიც ამავე პერიოდში ტელეარხ HBO-ს სერიალ „მიწისქვეშა იმპერია“-ში მონაწილეობდა.

ჯონ რაცენბერგერი, რომელიც დღემდე Pixar-ის ყველა ფილმში მონაწილეობდა, „გულადში“ მცველის როლს ასრულებს და შოტლანდიური აქცენტით საუბრობს.[9]

ფილმის ფინალური ტიტრების დროს პატივისცემით ნახსენებია სტივ ჯობსი.[17]

გამოსვლა[რედაქტირება]

ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 2012 წლის 15 ივნისათვის, მაგრამ 22 ივნისამდე გადაიწია.[18] მისი პრემიერა შედგა სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2012 წლის 10 ივნისს.[19] მისი ავსტრალიური პრემიერა შედგა 2012 წლის 11 ივნისს, სიდნეის ფილმების ფესტივალის ფარგლებში[20]. 2012 წლის 18 ივნისს მისი ამერიკული პრემიერა ჰოლივუდის თეატრში Dolby, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება[21], ხოლო ევროპული - ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2012 წლის 30 ივნისს.[22] „გულადი“ არის პირველი ფილმი, რომელიც Dolby Atmos-ის ხმის ფორმატით გამოვიდა. იგი უფრო ბუნებრივი ჟღერადობისათვის შეიმუშავა Dolby-მ.[23]

მუსიკა[რედაქტირება]

გულადი
საუნდტრეკი - პატრიკ დოილი
გამოცემის თარიღი 19 ივნისი, 2012
ჩაწერის თარიღი 61:72
ჟანრი საუნდტრეკი
ლეიბლი Walt Disney
Pixar-ის საუნდტრეკები - ქრონოლოგია
მანქანები 2
(2011)
გულადი
(2012)
პატრიკ დოილი
მაიმუნების პლანეტის წარმოშობა
(2011)
გულადი
(2012)

„გულადის“ საუნდტრეკი გამოვიდა CD და ჩამოსატვირთ ფორმატებში. მისი მუსიკის ავტორია პატრიკ დოილი (Pixar-ის წინა ფილმების მუსიკაზე მუშაობდნენ რენდი ნიუმენი, ტომას ნიუმენი და მაიკლ ჯაკინო). საუნდტრეკში აგრეთვე ჟღერს ჯული ფაულისის მიერ შოტლანდიურ გალურ ენაზე ნამღერი ორი სიმღერი, დაწერილი ალექს მენდელის მიერ. დამატებით სიმღერას ასრულებენ Birdy და ჯგუფი Mumford & Sons.[24]

მუსიკაში შოტლანდიის ეროვნული მოტივების დასამატებლად დოილი იყენებდა შოტლანდიურ ხალხურ ინსტრუმენტებს - გუდასტვირებს, სოლო ვიოლინოს, კელტურ არფებს, ფლეიტებსა და ბოდრანს, ისევე როგორც ციმბალსა და ციბმალომს. „მე ვმუშაობდი ბევრ კლასიკურ შოტლანდიურ რიტმთან, როგორც იყო ჩქარი ცეკვები, ჯიგები და სტრასპეი. ეს არა მხოლოდ მოქმედებას ამატებს, არამედ ყველაფერს უფრო აუთენტურ ხასიათს ანიჭებს“, ამბობდა იგი.[24]

დოილმა აგრეთვე დაწერა მეფე ფერგუსის სიმღერა და კვლევის მიზნით შოტლანდიაში მოგზაურობდა. ის ასევე გალურ ენაზე ნამღერ ფსალმუნს იწერდა.[25]

ყველა კომპოზიციის ავტორია პატრიკ დოილი, გარდა შემდეგი სიმღერებისა:

  • „Touch the Sky“ - მუსიკა: ალექს მენდელი; ტექსტი: მენდელი და რეჟისორი მარკ ენდრიუსი
  • „Into the Open Air“ - მუსიკა: ალექს მენდელი
  • „Learn Me Right“ - მუსიკა და ტექსტი - Mumford & Sons
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Touch the Sky (ჯული ფაულისი) 2:31
2. Into the Open Air (ჯული ფაულისი) 2:41
3. Learn Me Right (Birdy და Mumford & Sons) 3:46
4. Fate and Destiny   4:17
5. The Games   1:53
6. I Am Merida   2:23
7. Remember to Smile   2:17
8. Merida Rides Away   4:07
9. The Witch's Cottage   4:26
10. Song of Mor'du (ბილი კონოლი და სხვა მსახიობები) 2:17
11. Through the Castle   4:34
12. Legends Are Lessons   4:06
13. Show Us the Way   3:46
14. Mum Goes Wild   3:25
15. In Her Heart   2:36
16. Noble Maiden Fair (A Mhaighdean Bhan Uasal) (ემა თომპსონი და პეიგი ბარკერი) 2:36
17. Not Now!   3:34
18. Get the Key   3:15
19. We've Both Changed   5:30
20. Merida's Home   1:32
სრული ხანგრძლივობა:
61:72

ვიდეო თამაში[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გულადი (ვიდეო თამაში).

ვიდეო თამაში ფილმის მიხედვით დისნეის ინტერაქტიული სტუდიების მიერ 2012 წლის 19 ივნისს გამოიცა,[26] შემდეგი პლატფორმებისათვის: PlayStation 3, Xbox 360, Wii, PC და Nintendo DS.[27] მობილური ტელეფონისათვის განკუთვნილი Temple Run: Brave, „გულადის“ ვერსია, რომელიც ეფუძნება თამაშს Temple Run, გამოვიდა 2012 წლის 14 ივნისს, iPhone, iPod Touch, iPad და Android-ისათვის.[28]

გამოხმაურება[რედაქტირება]

2012 წლის 3 აპრილს Pixar-მა ფილმის პირველი 30 წუთი წარადგინა, რომელმაც მაყურებელთა დადებითი რეაქცია გამოიწვია.[29] პიტერ დებრუგმა (Variety) დადებითი შეფასება დაწერა და აღნიშნა, რომ „ფილმში ნაჩვენებია მეტად მძლავრი, თვითდაჯერებული გმირი გოგონა ეპოქაში, როდესაც პრინცესები არც თუ მომხიბვლელები არიან, რაც მიმდინარეობს შოტლანდიურ გარემოში, სადაც მისი სული ისეთივე ალით არის ანთებული, როგორც მისი ცეცხლოვანი თმა.“ მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრენდას ჩემპენის ბიჭების შემოქმედებით კლუბში რეჟისორის სახით დამატებამ Pixar-ს საშუალება მისცა, შეექმნა დედის-ქალიშვილის ურთიერთობათა მჟღერი მიძღვნა, რომელიც შემოაქვს სიმძაფრე, როგორც კლასიკურ ფილმში „ნემოს ძიებაში“[30] ამის საპირისპიროდ, ტოდ მაკ-კართის (The Hollywood Reporter) აზრით, „ფილმი მეტად მოკლეა, ვინაიდან შეიცავს კლიმაქტერიკულ დრამას, რომელიც მეტად ხელსაყრელად სრულდება და ეფუძნება მაგიურ ელემენტებს, რომლებიც ოდნავ დამაბნეველია“.[31]

სხვადასხვა მიმოხილვაში გაკრიტიკებული იქნა სხვა ფილმების ერთგვარი გადატვირთვის მცდელობა და მაგალითებად დასახელებული იქნა „პატარა ქალთევზა“, „როგორც გავწრთვნათ დრაკონი“ და, განსაკუთრებით, „ძმა დათვი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Sciretta, Peter. “New Trailer and Clip: Pixar’s ‘Brave’“, April 24, 2012. წაკითხვის თარიღი: April 24, 2012. 
  2. McCarthy, Todd. “Brave: Film Review“, June 10, 2012. წაკითხვის თარიღი: June 11, 2012. 
  3. 3.0 3.1 Brave (2012). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: June 21, 2012.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Young, John. (March 28, 2011)Pixar's 'Brave': First Look art – EXCLUSIVE PHOTOS. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: March 29, 2011.
  5. Pixar Rewrote Their Animation System For The First Time In 25 Years For 'Brave' - Disney Vault
  6. Rizvi, Samad. “D23 2011: La Luna Will Play Before Brave, New Toy Story Toon Title Announced“, August 19, 2011. წაკითხვის თარიღი: January 24, 2012. 
  7. "About". Disney/Pixar. Retrieved April 25, 2011.
  8. D23 Expo: Previewing Pixar's Brave“, August 20, 2011. წაკითხვის თარიღი: August 21, 2011. 
  9. 9.0 9.1 Connelly, Brendon. “Yes, The Pizza Planet Truck Is In Brave, And That’s Not All“, April 4, 2012. წაკითხვის თარიღი: April 5, 2012. 
  10. O'Neill, Callum. Acting. The Scottish Voice. წაკითხვის თარიღი: June 2, 2012.
  11. 11.0 11.1 Lang, Brent. “Disney Changes Release Date for 'The Brave'“, March 16, 2011. წაკითხვის თარიღი: September 5, 2011. 
  12. Young, John. “Pixar's 'Brave': Inside look at movie's characters -- EXCLUSIVE PHOTOS“, April 2, 2012. წაკითხვის თარიღი: April 5, 2012. 
  13. Nichols, Michelle. “Disney previews 10 new animated movies, most 3-D“, April 8, 2008. წაკითხვის თარიღი: November 19, 2011. 
  14. Vespe, Eric. “Quint discusses the Pixar half of the Disney Animation Presentation! UP! WALL-E! TOY STORY 3! NEWT! THE BEAR & THE BOW!“, Ain't It Cool News, April 9, 2008. წაკითხვის თარიღი: April 9, 2008. 
  15. Powers, Lindsay. (October 14, 2010)Pixar announces first female director. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: March 29, 2011.
  16. Sperling, Nicole. “When the glass ceiling crashed on Brenda Chapman“, Los Angeles Times, May 25, 2011. წაკითხვის თარიღი: August 19, 2011. 
  17. Pixar’s ‘Brave’ Pays Ghostly Tribute to Steve Jobs
  18. Lang, Brent. (March 16, 2011)Disney Changes Release Date for 'The Brave'. TheWrap.com. წაკითხვის თარიღი: March 29, 2011.
  19. Brave“, June 10, 2012. წაკითხვის თარიღი: June 11, 2012. 
  20. Bunbury, Stephanie. “'Brave': A Fairytale Beginning“, June 8, 2012. წაკითხვის თარიღი: June 11, 2012. 
  21. Patten, Dominic. “‘Brave’ Premiere To Open Dolby Theatre But Will Dolby Mix Be Ready?“, May 18, 2012. წაკითხვის თარიღი: May 19, 2012. 
  22. Disney/Pixar film Brave to premiere at Edinburgh International Film Festival“, BBC News, 13 March 2012. წაკითხვის თარიღი: 13 March 2012. 
  23. Giardina, Carolyn. “CinemaCon 2012: Pixar's 'Brave' to Test Dolby's New Atmos Format“, April 24, 2012. წაკითხვის თარიღი: April 25, 2012. 
  24. 24.0 24.1 Walt Disney Records. “Sounds Of The Highlands; Disney-Pixar's "Brave" Transports Moviegoers to Ancient Scotland with Oscar®-Nominated Composer Patrick Doyle, Plus Performers Julie Fowlis and Birdy (with Mumford & Sons)“, May 21, 2012. წაკითხვის თარიღი: May 22, 2012. 
  25. Cornwell, Tim. “Scotland's Pixar tale hits the right note“, July 1, 2011. წაკითხვის თარიღი: September 6, 2011. 
  26. Rizvi, Samad. “Exclusive: A Chat With The ‘Brave’ Video Game Producer“, April 24, 2012. წაკითხვის თარიღი: May 5, 2012. 
  27. Cork, Jeff. (2012-03-19)Disney Pixar Announces Brave: The Video Game. Game Informer.
  28. Tong, Sophia. “Temple Run: Brave announced, coming to iOS and Android devices“, June 4, 2012. წაკითხვის თარიღი: June 4, 2012. 
  29. Bastoli, Mike. “Brave Preview Draws Cheers“, April 4, 2012. წაკითხვის თარიღი: May 5, 2012. 
  30. Debruge, Peter (June 10, 2012). „Brave“. წაკითხვის თარიღი: June 11, 2012. 
  31. McCarthy, Todd. “Brave: Film Review“, The Hollywood Reporter, June 10, 2012. წაკითხვის თარიღი: June 11, 2012.