მფრინავი სახლი (ფილმი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მფრინავი სახლი
UP
Up Poster.JPG
რეჟისორი პიტ დოქტერი
ბობ პეტერსონი
პროდიუსერი ჯონას რივერა
ჯონ ლესეტერი
ენდრუ სტენტონი
სცენარის ავტორი ბობ პეტერსონი
პიტ დოქტერი
თომას მაკკარტი
როლებს ახმოვანებენ ახმოვანებენ:
ედვარდ ასნერი
კრისტოფერ პლამერი
ბობ პეტერსონი
ჯორდან ნაგაი
კომპოზიტორი მაიკლ ჯაკინო
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ხანგრძლივობა 96 წთ
პრემიერა 29 მაისი, 2009
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $175 მილიონი
შემოსავალი $683 მილიონი
ვებ გვერდი http://adisney.go.com
IMDb ID 1049413

მფრინავი სახლი (ორიგინალური სახელწოდება - Up, ინგ: მაღლა) — 2009 წლის კომპიუტერული ანიმაციური სათავგადასავლო ჟანრის მულტიპლიკაციური ფილმი, გადაღებული Pixar Animation Studios-ს მიერ. ფილმის დისტრიბუტორია Walt Disney Pictures. ფილმმა 2009 წლის 13 მაისს გახსნა 62-ე კანის კინო ფესტივალი. ფილმის პრემიერა ამერიკაში კი შედგა 29 მაისს. ის იყო პირველი ანიმაციური და ამავე დროს პირველი სამგანზომილებიანი ფილმი, რომელმაც კანის კინო–ფესტივალი გახსნა.

„მფრინავი სახლი“ არის რეჟისორ პიტ დოქტერის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „მონსტრების კორპორაციის“ შემდეგ. ფილმს ახმოვანებენ ედვარდ ასნერი, კრისტოფერ პლამერი, ბობ პეტერსონი და ჯორდან ნაგაი. „მფრინავი სახლი“ არის Pixar-ის მეათე ანიმაციური ფილმი და პირველი, რომელიც გამოვიდა სამგანზომილებაში.

ფილმში მოქმედება ვითარდება მოხუც ქვრივ კარლ ფრედრიკსენის გარშემო, რომელიც გადაწყვეტს თავისი სახლით გაფრენას სამხრეთ ამერიკაში. ფილმმა მიიღო პოზიტიური შეფასებები კინოკრიტიკოსების მიერ და კინოგაქირავებაში მოიტანა 683 მილიონი დოლარი, რითაც ის Pixar-ის ფილმებს შორის ანიმაციური ფილმის, „ნემოს ძიებაში“, შემდეგ კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა.

[რედაქტირება] ჯილდოები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე