მანეკა განდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანეკა განდი
ჰინ. मेनका गांधी
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1956(1956-08-26)[1] (67 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-დელი
მოქალაქეობა  ინდოეთი[2]
განათლება The Lawrence School, Sanawar, Lady Shri Ram College for Women, Jawaharlal Nehru University და დელის უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Sanjay Gandhi[3]
შვილ(ებ)ი Varun Gandhi
instagram.com/manekagandhibjp/?hl=en[4]

მანეკა სანჯაი განდი (ინგლ. Maneka Sanjay Gandh, ჰინ. मेनका गांधी, დაბადებით მანეკა ანანადი; დ. 26 აგვისტო, 1956) — ინდოელი პოლიტიკოსი, ნერუსა და განდის პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელი. ცნობილია როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტი. შედიოდა ინდოეთის ოთხ მთავრობაში როგორც მინისტრი, 2014 წლიდან ნარენდრა მოდის მთავრობაში უკავია დედათა და ბავშვთა მინისტრის თანამდებობა[5].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანეკა განდი დაიბადა დელში, სიქჰების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ პოდპოლკოვნიკი სინგჰ ანანდი და ამტეშვარ ანანდი. განათლება მიიღო დელის უნივერსიტეტთან არსებულ ქალთა კოლეჯში, ასევე სწავლობდა გერმანულ ენას ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტში, მაგრამ როგორც ჩანს იგი არ დაუსრულებია[6]. მოგვიანებით, საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრაციისას ნერუს უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუთითებია. 1974 წელს, 18 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა სანჯაი განდის, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინდირა განდის უმცროს შვილს[7].

სანჯაი და მანეკა ცხოვრობდნენ ინდირა განდისთან ერთად. ამის გამო იგი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკაში, ზოგჯერ ინდოეთის ახალგაზრდული კონგრესის (ინდოეთის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ფრთა) მუშაობაშიც. 1970-იანი წლების ბოლოს სანჯაი განდი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა და განსაზღვრავდა ინდოეთის ეროვნული კონგრესის პოლიტიკას. მანიკა თან დაჰყვებოდა ქმარს სხვადასხვა ღონისძიებებზე. მან დააარსა ყოველთვიური ჟურნალი „სურია“. 1977 წელში ინდოეთის ეროვნული კონგრესის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ ჟურნალს იგი იყენებდა ქმრისა და დედამთილის დაცვის ინსტრუმენტად. მანეკა თან დაჰყვებოდა ინდირა განდის ჩიკმაგალურის საარჩევნო ოლქში, საიდანაც ინდირა 1980 წელს ხელახლა აირჩიეს პარლამენტში.

1980 წელს სანჯაისა და მანეკას შეეძინათ შვილი, რომელსაც დაარქვეს ფეროზი, ხოლო ინდირამ შვილიშვილის სახელს დაუმატა ვარუნი. ამავე წლის ივნისში სანჯაი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამ პერიოდში მანეკა სულ 23 წლის იყო, ხოლო მისი შვილი — 3 თვის. 1983 წლის მარტში მან საკუთარი პარტია „სანჯაის ეროვნული ფორუმი“ დააარსა, რომლის პროგრამაც ორიენტირებული იყო ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებაზე.

1984 წლის არჩევნებზე მანეკამ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა სწორედ იმ ოლქში საიდანაც მისი მეუღლე აირჩიეს. ამ საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს ინდირა განდი. არჩევნებში კი დიდი წარმატებით გაიმარჯვა ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა. პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი გახდა. 1989 წელს მანეკა განდი ვიშვანათ პრატან სინგჰის მთავრობაში ხდება ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი. იგი იკავებს გარემოს დაცვისა და ტყეების მინისტრის თანამდებობას.

პილიბჰიტის საარჩევნო ოლქიდან 1989, 1996, 1998, 2004 და 2014 წლებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში.

1998-1999 წლებში ეკავა სოციალური დააცვის მინისტრის თანამდებობა ატალ ბიჰარი ვაჯპაის მთავრობაში. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს დიდი როლი შეასრულა ახალი საპენსიო რეფორმის მომზადებაში, რომელიც ინდოეთის მთავრობამ 2004 წელს შემოიღო.

მანეკა განდიმ პირველად მსოფლიოში შექმნა ახალი, ცხოველების სოციალური დაცვის სამინისტრო და პირადად ხელმძღვანელობდა მას. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს ჩამოაყალიბა ცხოველების სოციალური დაცვის ინსტიტუტი, რომლის მიზანიც იყო ამ სფეროში კადრების მომზადება.

2009 წელს ბრიჯიტ ბარდო და მანეკა განდი ერთობლივი ღია წერილით მიმართავენ ნეპალის მთავრობას თხოვნით, შეაჩერონ ცხოველების რიტუალური მსხვერპლთშეწირვა გადჰიმაის ფესტივალზე[8].

მოგვიანებით მანეკა განდის ეკავა კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პოსტები. 2014 წლიდან უკავია დედათა და ბავშვტა მინისტრის თანამდებობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
  2. https://eci.gov.in/files/category/97-general-election-2014/
  3. https://m.tribuneindia.com/2002/20020210/spectrum/book5.htm
  4. https://www.instagram.com/manekagandhibjp/?hl=en
  5. http://wcd.nic.in/ Ministry of Women & Child Development Government of India
  6. The author has posted comments on this article. (2014-06-08) Lawyers dominate Narendra Modi's cabinet - The Times of India. Timesofindia.indiatimes.com. ციტირების თარიღი: 2014-08-18.
  7. Singh, Kushwant (10 February 2002). „Mrs. G, Maneka and the Anands“. The Tribune. ციტირების თარიღი: 20 August 2012.
  8. Bhanot, Anil (25 November 2009). „The Gadhimai sacrifice is grotesque“. The Guardian. ციტირების თარიღი: 25 November 2009.