ლუქსემბურგის შვეიცარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიულერტალი

პატარა ლუქსემბურგის შვეიცარია (შემოკლებით ლუქსემბურგის შვეიცარია) ეწოდება ლუქსემბურგის აღმოსავლეთით მდებარე კუთხეს და იგი მოიცავს ეხტერნახს, ბერდჰოფს, კონსდორფს, ბეფორტს (ფრანგ. Beaufort ბოფორი) და მიულერტალს. მრავალი მილიონის წლის წინათ გამყინვარების ეპოქის დასასრულს წყლის დიდი მასები უზარმაზარი მდინარეების სახით უნდა გაჩენილიყო, რომელთა დაშრეტას ასევე მრავალი მილიონი წელი უნდა დასჭირვებოდა. სწორედ ამ უზარმაზარი მდინარის კალაპოტის ერთ-ერთ ფრაგმენტს წარმოადგენს დღეს ქვიშაქვის კლდოვანი წარმონაქმნი, რომელსაც ლუქსემბურგის პატარა შვეიცარიას ეწოდება. ლუქსემბურგის შვეიცარიის ეს მიდამოები არის გერმანია-ლუქსემბურგის პარკ-ნაკრძალის ერთი ნაწილი და მრავალ ლაშქრობისა და მთასვლის მოყვარულ ტურისტს იზიდავს. მოზელის გარდა, აქ არის აგრეთვე ორი მდინარე — ზაუერი და შვარცე ერნცი, რომლებიც სწორედ ამ ქვიშაქვის კლდოვან ხეობებში გაედინება.

შვეიცარია მიულერტალში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში სამი ოფიციალური ენაა, რომლებსაც ამ ქვეყნის მოქალაქეები თანაბრად ფლობენ. სამენოვნება ლუქსემბურგის რთულმა ისტორიულმა წარსულმა განაპირობა. ქვეყნის ამ რთული წარსულის გამო ლამის ნებისმიერ გეოგრაფიულ პუნქტს სამივე ენაზე განსხვავებული მართლწერისა და ხშირად სრულიად სხვა ჟღერადობის ტოპონიმიკა გააჩნია. სახელწოდების პატარა ლუქსემბურგის შვეიცარია შემთხვევაში კი მას უბრალოდ თარგმნიან სამივე ენაზე და ლუქსემბურგულად Kleng Lëtzebuerger Schwäiz, გერმანულად Die Kleine Luxemburger Schweiz, ხოლო ფრანგულად La petite Suisse luxembourgeoise ჰქვია.

თუმცა არსებობს სხვა სახელწოდებაც: იმის გამო, რომ ამ მიდამოების ცენტრი ძირითადად მიულერტალში მდებარეობს, მას ხშირად მიულერტალსაც, ანუ ლუქსემბურგულად Mëllerdall-ს, გერმანულად Müllertal-ს, ხოლო ფრანგულად Mullerthal-ს უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]