ლუი ფერდინან სელინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
L.-F. Céline c Meurisse 1932.jpg

ლუი ფერდინან სელინი (ფრანგ. Louis-Ferdinand Céline, ნამდვილი გვარი — დეტუში, Destouches; დ. 27 მაისი, 1894, კურბევუა — გ. 1 ივლისი, 1961, მიოდონი) — ფრანგი მწერალი, განათლებით ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ლუი ფერდინან სელინი ცნობადი გახდა რომანებით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ (Voyage au bout de la nuit, 1932) და „სიკვდილი კრედიტით“ (Mort à crédit, 1936). ეს რომანები გამოსვლისთანავე ითარგმნა მსოფლიოს რამდენიმე ენაზე. ამის მიუხედავად, რამდენიმე წელიწადში მწერალს არც თუ სახარბიელოდ წაუვიდა საქმე. ოცდაათიანი წლების ბოლოს გამოსულმა რომანებმა „ხომრობები დარბევისთვის“ (Bagatelles pour un massacre, 1937), „გვამების სკოლა“ (L'Ecole des cadavres, 1938) და „ხიფათში ჩავარდნილები“ მწერალს ანტისემიტისა და რასისტის რეპუტაცია დაუმკვიდრა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სელინს საოკუპაციო რეჟიმთან კავშირში დასდეს ბრალი. ასე რომ, მწერალი იძულებული შეიქნა, გერმანიის სამხრეთში, ზიგმარინგენში გაქცეულიყო, იქიდან კი დანიაში, სადაც დააკავეს და დააპატიმრეს. ოდნავ მოგვიანებით გადაასახლეს.

დაბრუნება[რედაქტირება]

1951 წელს ყველასაგან მივიწყებული ფერდინან სელინი სამშობლოში დაბრუნდა და პარიზის გარეუბან მიოდონში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ღარიბთათვის პრაქტიკოს ექიმად მუშაობდა. კიდევ ერთი, თუმცა კი დაგვიანებული წარმატება სიკვდილის წინ ეწვია სელინს, როდესაც ავტობიოგრაფიული ტრილოგია „ერთი ციხესიმაგრიდან მეორეში“ (D’un château l’autre, 1957) და „ჩრდილოეთი“ (Nord, 1960) გამოვიდა, ხოლო ტრილოგიის დამასრულებელი ნაწილი „რიგოდონი“ (Rigodon) მწერლის გარდაცვალებიდან რვა წლის შემდეგ, 1969 წელს გამოიცა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • მოგზაურობა ღამის დასალიერში / Voyage au bout de la nuit (1932, ქართ. თარგმანი 2008 - სიბილა გელაძე)
  • სიკვდილი კრედიტით / Mort à crédit (1936
  • მეა კულპა / Mea Culpa (1936)
  • ხომრობები დარბევისთვის / Bagatelles pour un massacre (1937)
  • გვამების სკოლა / L'Ecole des cadavres (1938)
  • ხიფათში ჩავარდნილები / Les Beaux Draps (1941)
  • თოჯინების ბენდი I / Guignol’s band (1944)
  • ტრანშეა / Casse-pipe (1949)
  • ფეერია სხვა დროისათვის I / Féerie pour une autre fois I (1952
  • ნორმანსი: ფეერია სხვა დროისათვის II / Normance: Féerie pour une autre fois II (1954)
  • ინტერვიუ პროფესორ Y-სთან / Entretiens avec le professeur Y (1954
  • ერთი ციხესიმაგრიდან მეორეში / D’un château l’autre (1957
  • ჩრდილოეთი / Nord (1960
  • ლონდონის ხიდი: თოჯინების ბენდი II / Le Pont de Londres: Guignol’s band II (1964 გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ)
  • რიგოდონი / Rigodon (1969 გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ)
  • ელვა და მეხი. პიესები, ლიბრეტო, სცენარები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]