ლიბრეტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიბრეტო იტალიური სიტყვაა და ნიშნავს წიგნაკს. ლიბრეტოს ვუწოდებთ მუსიკალურ-სცენური თხზულების (ოპერა, ბალეტი, თეატრი) სრულ სიტყვიერ ტექსტს. ლიბრეტოს ქმნის ლიბრეტისტი. ზოგჯერ ლიბრეტოს პირველწყაროდ გამოიყენება ლიტერატურული ან დრამატული ნაწარმოები, რომელსაც ლიბრეტისტი ცვლის უმნიშვნელოდ (ზოგჯერ მნიშვნელოვნადაც). ცვლილება ძირითადად ეხება ტექსტს, მის გალექსვას. მოგეხსენებათ, ოპერის ჟანრი სპეციფიკურია, მისი ტექსტი ლაკონური უნდა იყოს; ამის გარდა ოპერაში არის საოპერო ნომრები - არია, ანსამბლი, გუნდი - მათზე მოსარგებად ლიტერატურული ტექსტი გადაკეთებას ითხოვს. ხშირად კომპოზიტორსა და ლიბრეტისტს უწევთ ტექსტის მნიშვნელოვნად შეცვლა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კომპოზიტორი ლიბრეტისტთან ერთად ქმნის თავის საკუთარ თხზულებას. არის შემთხვევები, როდესაც ლიბრეტოს ავტორი თვით კომპოზიტორია.