ლიკუალის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
ლიკუალის დეპარტამენტი
ფრანგ. Likouala
ქვეყანა კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი Impfondo
კოორდინატები 1°38′00″ ჩ. გ. 18°04′00″ ა. გ. / 1.63333° ჩ. გ. 18.06667° ა. გ. / 1.63333; 18.06667
ფართობი 66 044 კმ²
მოსახლეობა 154 115 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 2,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ლიკუალის დეპარტამენტი (ფრანგ. Likouala) — კონგოს რესპუბლიკის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი იმპფონდო.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკუალის დეპარტამენტი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, დასავლეთიდან სანგის დეპარტამენტს, სამხრეთ-დასავლეთიდან კიუვეტის დეპარტამენტს და აღმოსავლეთიდან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

ლიკუალის დეპარტამენტი დაფარულია ხშირი, მეტწილად დაჭაობებული ტყეებით და თევზეულით საკმაოდ მდიდარი ტბებით. მიწა ზოგიერთ ადგილას თიხოვანია, ხოლო ზოგან ქვიშოვანი. ჩრდილოეთით მდებარეობს პატარა მთიანი მასივი[1] და 5 კმ დიამეტრის მქონე მრგვალი ფორმის წყალმეჩხერი ტელეს ტბა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკუალის დეპარტამენტს აქვს ტროპიკული კლიმატური სარტყელი. მშრალი სეზონი გრძელდება მარტიდან ივლისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ, წლის ბოლომდე დომინირებს წვიმების სეზონი. ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს + 24,5 °C-ს[1].

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკუალის დეპარტამენტს აქვს მთავარი ჰიდრავლიკური ქსელი. ძირითადი მდინარეებია უბანგი, ლიბენგა და მოტაბა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიგმეები ითვლებიან ამ ადგილების პირველ მოსახლეებად. დღეისათვის აქ ცხოვრობს რუანდიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დევნილი დიდი რაოდენობით მოსახლეობა[1].

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკუალის დეპარტამენტი დაყოფილია 7 ოლქად[2]:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიკუალის დეპარტამენტში არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც ხე-ტყის გადამუშავებას აწარმოებენ. დღეისათვის ლიკუალის დეპარტამენტს ქვეყანაში პირველი ადგილი უკავია ხე-ტყის წარმოებაში[1].

თევზაობა ამ მდინარეებში მიმდინარეობს კუსტარული საშუალებებით. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, თევზჭერის პოტენციალი შეფასებულია, როგორც 100 000 ტონა წელიწადში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Google თარგმანი
  2. კონგოს რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა. GeoHive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2011-04-17.