ჰიდრავლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდრავლიკა (ძვ.ბერძნ. ὑδραυλικός — წყლისა, от ὕδωρ — წყალი + αὐλός — „მილი“) — მეცნიერება სითხეების მოძრაობისა და წონასწორობის კანონების, აგრეთვე ამ კანონთა საინჟინრო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. ჰიდრომექანიკისაგან განსხვავებით, ჰიდრავლიკა აყალიბებს სითხის მოძრაობის პარამეტრების მიახლოებითს დამოკიდებულებებს, რისთვისაც ფართოდ მიმართავს ექსპერიმენტულ გამოკვლევებს ლაბორატორიებსა და ნატურის პირობებში.

ჰიდრავლიკა სწავლობს ძირითადად წვეთოვან სითხეებს, მაგრამ მისი კანონები მისაღებია აირებისთვისაც, თუ მათი წნევა და სიმკვრივე თითქმის მუდმივია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 643, თბ. 1987 წელი.