უბანგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
უბანგი ქალაქ ბანგისთან |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 2300 კმ |
| აუზის ფართობი | 773 კმ² |
| ჩაედინება | კონგო |
| ქვეყნები | |
უბანგი (ინგლ. Ubangi) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მდინარე კონგოს უდიდესი შენაკადი მიედინება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და კონგოს საზღვარზე. წარმოიქმნება მდინარეების უელესა და მბომუს შეერთებით, სიგრძე მდინარე უელეს სათავიდან დაახლ 2300 კმ. აუზის ფართობი 773 ათ. კმ2. მიედინება ფართო ხეობაში, ნოტიო ტროპიკულ ტყეში. კონგოსთან შეერთებისას ქმნის დელტას (სიგანე 12 კმ.). მაქსიმალური დონე ოქტომბერშია, მინიმალური მარტში, წყლის საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 7000 მ3/წმ (მაქს. – 15 ათ. მ3/წმ. სანაოსნოა შესართავიდან 650 კმ-ზე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 96, თბ., 1986 წელი.

