მყინვარული გუმბათი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მყინვარული გუმბათიმყინვარი, რომელსაც გააჩნია მყინვარული საფრის იერსახე და რომელიც პატარა ჰორიზონტალური სიდიდის გამო ციცაბო კალთებით გამოირჩევა. გავრცელებულია სუსტად დანაწევრებულ ამაღლელებსა თუ დაბლობებზე. ასეთი მყინვარების კვების არე და აბლაცია მკვეთად არ არის დაყოფილი. მყინვარული გუმბათის გარემოს ზედაპირის ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოიყოს საფრის ორი ტიპი: საფარი ტალღისებური ზედაპირით და გუმბათისებრი.

პირველი ტიპის მყინვარული გუმბათი ვითარდება დანაწევრებულ რელიეფზე და შესაბამისად მათი სიმძლავრე უმნიშვნელოა. საკუთრივ მყინვარული გუმბათიც სუსტად დანაწევრებულ რელიეფზე ვითარდება (მაგ., მყინვარული გუმბათი ჩრდილოეთის მიწაზე და სხვ.) ან წარმოიქმნება მყინვარის სიმძლავრის გაძლიერებასთან ერთად.

ანტარქტიდის ზოგიერთ კუნძულსა და ფრანც-იოსების მიწაზე მყინვარული გუმბათი მთლიანად ფარავს ხმელეთის ზედაპირს. ასეთ მყინვარებს „კუნძულოვან მყინვარებს“ უწოდებენ. მყინვარული გუმბათის კლასიკური მაგალითია ისლანდიის უმსხვილესი მყინვარი ვატნაიეკუდლი.

მყინვარული გუმბათები დამახასიათებელია პოლარული და სუბპოლარული მხარეებისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Геологический словарь, т1, А-Л., М. 1955;