ლასლო მოჰოი-ნადი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლასლო მოჰოი-ნადი (László Moholy-Nagy, [IPA: la:slo: moholi nɒɟ]), 20 ივლისი, 189524 ნოემბერი, 1946) — უნგრელი მხატვარი და ფოტოგრაფი, ბაუჰაუზის სკოლის პროფესორი. გავლენა იქონია კონსტრუქტივიზმმა. პოპულარიზაციას უწევდა ხელოვნებაში ტექნოლოგიისა და მრეწველობის ინტეგრაციას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა სახელით ლასლო ვაისცი (Laszlo Weisz) ებრაულ-უნგრული წარმოშობის ოჯახში. გერმანულ-ებრაული სახელი ბიძის უნგრულ გვარზე შეიცვალა (Nagy). მოგვიანებით გვარს ფსევდონიმი Moholy დაუმატა, იმ ქალაქის სახელი, სადაც გაიზარდა. ბუდაბეშტში იურისპრუდენციის სწავლის შემდეგ პირველ მსოფლიო ომში იქნა გაწვეული. 1919 წელს ვენაში პირველად აღმოაჩინა კონსტრუქტივიზმი კაზიმირ მალევიჩის, ნაუმ გაბოსა და ელ ლისიცკის ნამუშევართა გამოფენაზე.

1923 წელს მან შეცვალა იოჰანეს იტენი ბაუჰაუზის საწყისი კურსის მასწავლებლის ადგილზე. ეს მომენტი გახდა სკოლაში ექსპრესიონისტული გადახრების დასასრული და დასაბამი დიზაინისა და ინდუსტრიის ინტეგრაციის ორიგინალური მცდელობისა. ბაუჰაუზი ცნობილი იყო მის ხელოვანთა მრავალმხრივი მიმართულებით და მოჰოლი-ნადიც გამონაკლისი არ ყოფილა. მისი კარიერის განმავლობაში ის იხვეწება და ინოვატორი ხდება ფოტოგრაფიაში, ტიპოგრაფიაში, ქანდაკებაში, მხატვრობასა და ინდუსტრიულ დიზაინში. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფოტოგრაფია იყო. მას ეკუთვნის ტერმინი "ახალი ხედვა" (the New Vision"). მას სწამდა, რომ ფოტოგრაფიას შეეძლო შეექმნა გარე სამყაროს ხედვის ახალი გზა, რას მიუწვდომელი იყო ადამიანის თვალისთვის. ხელოვნებასა და სწავლებაში მისი თეორიები შეჯამებულია წიგნში "ახალი ხედვა, მატერიალურიდან არქიტექტურამდე" (The New Vision, from Material to Architecture).


1928 წელს ბაუჰაუზიდან წასვლის შემდეგ ბერლინში გადადის და ექსპერიმენტულ თეატრებთან თანამშრომლობს (მათ შორის ე. პისკატორის პოლიტთეატრი). 1934 წელს ნაცისტების ცენზურით შევიწროებული ჯერ ამსტერდამში გადადის, 1935 წელს ლონდონში, ხოლო 1937 წელს აშშ-ში. ნაცისტურ გერმანიაში მისი ნამუშევრები 1937 წელს პროპაგანდისტულ გამოფენაზე "დეგენერატიული ხელოვნება" გამოფინეს. ჩიკაგოში მოჰოი-ნადი ახალ ბაუჰაუზს შეუერთდა, თუმცა სკოლამ ფინანსური მხარდაჭერა ერთ წელიწადში დაკარგა და დაიხურა. მოჰოი-ნადი ადგილობრივი მეწარმის მხარდაჭერით საკუთარ დიზაინის სკოლას ქმნის, რომელსაც 1939 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1944 წლიდან ეს სკოლა დიზაინის ინსტიტუტად გარდაიქმნა.

მოჰოლი-ნადი 1946 წელს გარდაიცვალა ჩიკაგოში ლეიკემიისგან. მის სახელს ატარებს ბუდაპეშტის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად გამოფენილია კორკორანის ხელოვნების გალერეაში ვაშინგტონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: