აბსტრაქციონიზმი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაზიმირ მალევიჩი, "შავი კვადრატი", დაახ. 1915 წ.

აბსტრაქციონიზმი XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. ამ მხატვრული მიმდინარეობის მიმდევართა აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე.

აბსტრაქციონიზმის ფუძემდებელი ვასილი კანდინსკი თვლიდა, რომ მთავარია არა სიუჟეტის, არამედ ერთგვარი სულიერი მდგომარეობის გამოხატვა. მხატვარი წერდა: „ახალმა ფერწერამ ხილულად უნდა აქციოს ის, რაც უხილავია“.



პირადი ხელსაწყოები