In Utero
| In Utero | ||
| In Utero | ||
| გამოცემის თარიღი | 13 სექტემბერი 1993 | |
| ჩაწერის თარიღი | 1993 | |
| ჟანრი | გრანჟი | |
| ხანგრძლივობა | 41:11 | |
| ლეიბლი | DGC | |
| პროდიუსერი | სტივ ალბინი | |
| ქრონოლოგია: ნირვანა | ||
|---|---|---|
| Nevermind (1991) |
In Utero (1993) |
|
In Utero — ჯგუფ ნირვანას მესამე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1993 წლის 13 სექტემბერს.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი სტილით ალბომზე წარმოდგენილი სიმღერები წინა დისკის, Nevermind ჟღერადობას იმეორებენ, მთლიანობაში ეს ალბომი განსხვავებულია. მუსიკა უფრო ხისტი, აგრესიულია, ტექსტებში უფრო მეტი უარყოფითი ემოციაა. In Utero-ს ლირიკაში ჟღერს სიკვდილის, დაბადების, სექსუალურობის, ავადმყოფობისა და დამოკიდებულების თემები (როგორც ჩ.კროსი წერს წიგნში Heavier Than Heaven). ამავე დროს, ალბომს მშვიდი და მელოდიური სიმღერებიც ახლავს, როგორიც არის Dumb.
ალბომის სამუშაო სახელწოდება იყო I Hate Myself And Want To Die (საკუთარი თავი მეზიზღება და სიკვდილი მსურს). ეს იყო ლიდერ კურტ კობეინის სტანდარტული ხუმრობა, რომელიც ყოველთვის ჟღერდა პასუხად კითხვაზე 'როგორ ხარ?'. კრის ნოვოსელიჩი ამ გამოთქმის წინააღმდეგი იყო - 'ბავშვები თავს მოიკლავენ და სასამართლოში გვიკრავენ თავს'. სახელწოდების მეორე ვარიანტი იყო Verse Chorus Verse (სტროფი-მისამღერი-სტროფი), თუმცა საბოლოოდ არჩეული იქნა In Utero (საშვილოსნოში)
ბილბორდის ჩარტებში ალბომი გამოსვლისთანავე #1 ადგილზე მოხვდა. გამოცემიდან პირველივე კვირის მანძილზე გაიყიდა მისი 180.000 ასლი.
სიმღერების სია [რედაქტირება]
- Serve the Servants – 3:36
- Scentless Apprentice – 3:48
- Heart-Shaped Box – 4:41
- Rape Me – 2:50
- Frances Farmer Will Have Her Revenge on Seattle – 4:09
- Dumb – 2:32
- Very Ape – 1:56
- Milk It – 3:55
- Pennyroyal Tea – 3:37
- Radio Friendly Unit Shifter – 4:51
- tourette's – 1:35
- All Apologies – 3:51
- დამატება
- Gallons of Rubbing Alcohol Flow Through the Strip – 7:28
სიმღერა შეტანილია ალბომის საერთაშორისო გამოცემებში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||||||||