კლუბი 27
ვიკიპედიიდან
1975 წელს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი ცნობილი მუსიკოსი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ შეიქმნა ე.წ. "კლუბი 27" (ინგლ. The 27 Club), რომელშიც გააერთიანეს ის ყველაზე ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ.
- ბრაიან ჯონსი (28 თებერვალი 1942 – 3 ივლისი 1969) (The Rolling Stones) — დაიხრჩო საკუთარ საცურაო აუზში
- ჯიმი ჰენდრიქსი (27 ნოემბერი 1942 – 18 სექტემბერი 1970) (The Jimi Hendrix Experience) — საძილე წამლების დიდი რაოდენობით მიღება
- ჯენის ჯოპლინი (19 იანვარი 1943 – 4 ოქტომბერი 1970) (Janis Joplin, Big Brother & The Holding Company) — ჰეროინის დიდი რაოდენობის მიღება
- ჯიმ მორისონი (8 დეკემბერი 1943 – 3 ივლისი 1971) (The Doors) — ნარკოტიკები
- კურტ კობეინი (20 თებერვალი 1967 – 5 აპრილი 1994) (Nirvana) — თვითმკვლელობა
- რობერტ ჯონსონი (8 მაისი 1911 – 16 აგვისტო 1938) (Delta Blues-ის საუკეთესო შემსრულებელი)

