კუმბა იალა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კუმბა იალა (პორტ. Kumba Yalá; დ. 15 მარტი, 1953, ბულა, პორტუგალიის გვინეა) — გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი 2000 წლის 17 თებერვლიდან 2003 წლის 14 სექტემბრამდე. მიეკუთვნება ბალანტეს ეთნიკურ ჯგუფს. სოციალური აღორძინების პარტიის პრეზიდენტი. 2008 წელს მიიღო ისლამი და ეწოდა მუჰამედ იალა ემბალო.
საუბრობს პორტუგალიურად, კრეოლურად, ესპანურად, ფრანგულად და ინგლისურად. შეუძლია კითხვა ლათინურად, ბერძნულად და ებრაულად.
2003 წელს დაამხო ვერისიმო კორეია სეაბრამ.