ლუის კაბრალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუის კაბრალი
ლუის კაბრალი
გვინეა-ბისაუს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 სექტემბერი 1973 – 14 ნოემბერი 1980
მემკვიდრე ჟუან ბერნარდო ვიეირა

დაბადებული 11 აპრილი 1931
ბისაუ გვინეა-ბისაუ
გარდაცვლილი 30 მაისი 2009
ტორეს-ვედრასი პორტუგალია

ლუიშ დე ალმეიდა კაბრალი (დ. 11 აპრილი, 1931,ბისაუ, გვინეა-ბისაუ – გ. 30 მაისი, 2009, ტორეს-ვედრასი, პორტუგალია[1][2][3]) – გვინეა-ბისაუს პოლიტიკური მოღვაწე და დამოუკიდებელი გვინეა-ბისაუს სახელმწიფოს პირველი მეთაური 1973-1980 წლებში.

დაიბადა 1931 წელს ქ. ბისაუში. დაწყებითი სკოლა დაამთავრა კაბო-ვერდეში, მოგვიანებით კი დაეუფლა ბუღალტერიას. იყო განმანთავისულებელი მოძრაობისა და გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტიის (პაიგკ) აქტიური წევრი. 1973 წლის იანვარში პაიგკ-ის ლიდერი, ლუისის ნახევარძმა, ამილკარ კაბრალი მოკლეს, რის შედეგადაც მოხდა ლუისის დაწინაურება. 1973 წლის 24 სექტემბერს გვინეა-ბისაუმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ქვეყანას სათავეში ლუის კაბრალი ჩაუდგა, რომელმაც დაიკავა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

გვინეა-ბისაუში დამყარდა პაიგკ-ის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა. 1977 წელს შემოიღებულ იქნა მონოპოლია ეკონომიკაზე, რამაც გააუარესა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ამას ერთვოდა კაბო-ვერდელთა მომძლავრება გვინეა-ბისაუში, რაც განპირობებული იყო ორი ქვეყნის მესვეურთა იდეებით, შექმნილიყო გვინეა-ბისაუსა და კაბო-ვერდეს ერთიანი სახელმწიფო. ეს იდეა გაქარწყლდა 1980 წელს, როდესაც უსისხლო გადატრიალების შემდეგ ლუის კაბრალი დაამხო ჟოან ბერნარდო ვიეირამ. კაბრალი 1980-1984 წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა. მას გასამართლებასაც უპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს და უფლება მისცეს გაქცეულიყო კუბაში. კაბრალი კუბიდან პორტუგალიაში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 2009 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]