ჟუან ბერნარდუ ვიეირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოან ბერნარდო ვიეირა
ჟოან ბერნარდო ვიეირა
გვინეა-ბისაუს მე-10 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი 2005 – 2 მარტი 2009

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი 1980 – 14 მაისი 1984
წინამორბედი ლუის კაბრალი
მემკვიდრე კარმენ პერეირა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი 1984 – 7 მაისი 1999
წინამორბედი კარმენ პერეირა
მემკვიდრე ანსუმანე მანე

დაბადებული 27 აპრილი 1939
ბისაუ გვინეა-ბისაუ
გარდაცვლილი 2 მარტი 2009
ბისაუ გვინეა-ბისაუ

ჟოან ბერნარდო ვიეირა (პორტ. João Bernardo "Nino" Vieira დ. 27 აპრილი, 1939, ბისაუ, გვინეა-ბისაუ — გ. 2 მარტი, 2009, იქვე) - გვინეა-ბისაუს პრემიერ-მინისტრი (1978-1980) და პრეზიდენტი (1980-1984; 1984-1999; 2005-2009).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1939 წელს ქალაქ ბისაუში, პროფესიით - ელექტრიკოსი. 1960 წელს გაწევრიანდა გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკულ პარტიაში და გახდა პარტიის ერთერთი ლიდერი პარტიზანული მეტსახელით ნინო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა გვინეა-ბისაუს პარლამენტის - სახალხო ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრი. 1980 წელს უსისხლო გადატრიალების შემდეგ გახდა სახელმწიფოს მეთაური. 1984 წელს გადადგა 2 დღით სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის გამო. 1994 წელს ჩაატარა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები და გახდა ქვეყნის პირველი დემოკრატიული პრეზიდენტი. 1998 წელს დაიწყო კონფლიქტი ვიეირასა და ჯარების სარდალ ანსუმანე მანეს შორის, რომელთა დაპირისპირებაც გადაიზარდა სამოქალაქო ომში, თუმცა სასწრაფოდ ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას და ჩამოყალიბდა გარდამავალი მთავრობა, მაგრამ 1998 წლის 27 ნოემბერს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა ვიეირას. სამოქალაქო ომი კვლავ გაღვივდა. 1999 წლის მაისში ვიეირა გაიქცა პორტუგალიაში. 2003 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ვიეირა დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობა მიიღო 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გაიმარჯვა მეორე ტურის რეზულტატით.

მკვლელობა[რედაქტირება]

2009 წლის 2 მარტის ღამით არმიის შტაბ-ბინის აფეთქებისას დაიღუპა შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი ტაგმე ნა ბაიე, მის მკვლელობაში მომხრეებმა დაადანაშაულეს პრეზიდენტი ვიეირა და შეუტიეს საპრეზიდენტო რეზიდენციას. პრეზიდენტი მოკლეს იმ დროს როდესაც იგი გაქცევას აპირებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ლუის კაბრალი
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი

19801984
შემდეგი:
კარმენ პერეირა
წინამორბედი:
კარმენ პერეირა
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი

19841999
შემდეგი:
ანსუმანე მანე
წინამორბედი:
ენრიკე როსა
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი

20052009
შემდეგი:
რაიმუნდუ პერეირა