ძველი რომის მონეტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველ რომში მაღალი ხარისხის, მხატვრულად ბრწყინვალედ შესრულებულ მონეტებს ჭრიდნენ. იმპერატორების ხანაში ფულის ნიშნებზე ძირითადად იმპერატორების პორტრეტებია გამოსახული. იმპერიის ფარგლებში რამდენიმე ზარაფხანა მოქმედებდა და გარკვეულ რეგიონებს ფულის ნიშნებით ამარაგებდა. ხშირად ერთი იმპერატორის დროს ბევრი სხვადასხვა მონეტა იჭრებოდა. თითოეული მათგანი იმპერატორის რაიმე დიდ სამხედრო მიღწევას ასახავდა. მაგალითად, იმპერატორ ტრაიანეს მონეტის ძალიან ბევრი ნაირსახეობა არსებობს.