კვიდო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვიდო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ზეთისხილისებრნი
გვარი: კვიდო
ლათინური სახელი
Ligustrum
დაცვის სტატუსი

კვიდო (Ligustrum), ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ბუჩქების (იშვიათად ხეების) გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 1 — ჩვეულებრივი კვიდო (Ligustrum vulgare). იგი ფოთოლმცვივანი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 2-5 მ აღწევს. სურნელოვანი და თაფლოვანი ყვავილები აქვს. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი შავია, მწიფდება აექტემბერ-ოქტომბერში და ხეზე მთელი ზამთარი რჩება. ფართოდაა გავრცელებული მთელს ტყიან საქართველოში. ველურად იზრდება ყირიმსა და კავკასიაში, სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მცირე აზიაში. დეკორატიულია. კრეჭას კარგად იტანს, ქმნის მჭიდრო და ლამაზ ცოცხალ ღობეს. იყენებენ მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად. ნაყოფიდან იღებენ შავ, მწვანე და სხვა ფერის საღებავს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • იმედაძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 496, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე