კენტერბერის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
კენტერბერის რეგიონი
ინგლ. Canterbury Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი კრაისტჩერჩი
შიდა დაყოფა Hurunui District, Waimakariri District, Christchurch City, Selwyn District, Ashburton District, Timaru District, Mackenzie District, Waimate District, Waitaki District და Kaikōura District
კოორდინატები 43°36′00″ ს. გ. 172°00′00″ ა. გ. / 43.60000° ს. გ. 172.00000° ა. გ. / -43.60000; 172.00000
მმართველი Margaret Bazley
ფართობი 45 346 კმ²
მოსახლეობა 539 436 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]

კენტერბერი (ინგლ. Canterbury Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულზე. ძირითადად შედგება კენტერბერის ვაკეებისა და გარსშემორტყმული მთებისგან. მთავარი ქალაქია კრაისტჩერჩი, სადაც განთავსებულია რეგიონული საბჭოს ადმინისტრაცია. ფუნქციონირებს კენტერბერის უნივერსიტეტი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ფართობია 45 346 კმ², მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარლბოროს რეგიონი, დასავლეთით უესტ-კოსტის, სამხრეთით კი ოტაგოს რეგიონები. აღმოსავლეთით გადის წყნარ ოკეანეზე. სამხრეთით გადაჭიმულია სამხრეთ ალპები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით, კენტერბერის მოსახლეობა 539 436 ადამიანს შეადგენს და იგი ქვეყნის მეორე ყველაზე ხალხმრავალი რეგიონია ოკლენდის შემდეგ. მთავარი დასახლებული ცენტრია ქალაქი კრაისტჩერჩი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენტერბერის რეგიონის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია სოფლის მეურნოებას, მრეწველობას, მეთევზეობას, მეტყევეობასა და ტურიზმს შორის. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ენერგორესურსები, როგორებიცაა ქვანახშირი და ჰიდროენერგია.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wilson, John. (2 March 2009) Canterbury region: Industry. Te Ara Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 11 June 2010.