უესტ-კოსტის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
უესტ-კოსტის რეგიონი
ინგლ. West Coast Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი Greymouth
კოორდინატები 42°36′00″ ს. გ. 171°24′00″ ა. გ. / 42.60000° ს. გ. 171.40000° ა. გ. / -42.60000; 171.40000
ფართობი 13 789 კმ²
მოსახლეობა 32 148 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ოფიციალური საიტი bullerdc.govt.nz

უესტ-კოსტი (ინგლ. West Coast Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოშორებულ და მეჩხრად დასახლებულ რეგიონს. მნიშვნელოვანი ქალაქებია: უესტპორტი, გრეიმუთი და ჰოკიტიკა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უესტ-კოსტი სამხრეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზ გასწვრივ, ვიწრო ზოლად მდებარეობს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტასმანისა და ოტაგოს რეგიონები, სამხრეთით კი საუთლანდის რეგიონი. აღმოსავლეთით გადაჭიმულია სამხრეთ ალპების ქედი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 32 148 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის ახალი ზელანდიის ყველაზე მეჩხრად დასახლებული რეგიონია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს, უესტ-კოსტის მთლიანი შიდა პროდუქტი US$779 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 1 %-ს.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 February 2010.