მარლბოროს რეგიონი
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | ბლენემი |
| მშპ (2003) | US$1.193 მლრდ |
| მოსახლეობა (2012) | 45 700 კაცი |
| ფართობი | 12 484 კმ² |
| Marlborough Region | |
მარლბორო (ინგლ. Marlborough) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბლენემი. ცნობილია თავის მშრალი კლიმატით, შთამბეჭდავი მარლბორო-საუნდის ფიორდებითა და ყურძნის ჯიშ სოვინონ ბლანით.
მარლბორო გეოგრაფიული თვალსაზრისით უხეშად შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად. ორი მათგანი, სამხრეთი და დასავლეთი, მთიანია. ეს განსაკუთრებით შეეხება სამხრეთ ნაწილს, რომელსაც გასდევს კაიკურის ქედები. აღნიშნული მთიანი რეგიონებში სრულდება სამხრეთ ალპებიდან წამოსული ქედები.
ამ ორ არეალს შორის გაწოლილია მდინარე ვაირაუს ხეობა. აღმოსავლეთით იგი ფართო ვაკეში ვრცელდება, რომლის ცენტრშიც გაშენებულია ქალაქი ბლენემი. რეგიონის ნიადაგი ნაყოფიერია, ჰავა ზომიერი, რის შედეგადაც ის ახალი ზელანდიიდ მეღვინეობის ცენტრად იქცა.
მარლბოროს მეოთხე გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს.
სექციების სია |
ეკონომიკა [რედაქტირება]
2003 წელს, მარლბოროს მთლიანი შიდა პროდუქტი US$1.193 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 1%-ს.[1]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
მარლბოროს რეგიონი, ტურისტული მეგზური Wikivoyage-ზე- Wines of Marlborough on Vinismo
- Discover Marlborough: The Marlborough Web Directory
- Marlborough Online
- Marlborough District Council
- Marlborough Wine Region Video
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). წაკითხვის თარიღი: 18 February 2010.