კასტანიეტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასტანიეტები

კასტანიეტები (ესპ. castañetas) – დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი. შედგება ორი ჩაზნექილი ფირფიტისაგან, რომლებიც ერთმანეთს ზედა ნაწილში უკავშირდება ზონარით. ფირფიტები ტრადიციულად მზადდება მყარი ხისაგან, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად გამოიყენება პლასტიკური მინა. კასტანეტები გავრცელებულია ესპანეთში, სამხრეთ იტალიაში და ლათინურ ამერიკაში.

ასეთი მარტივი მუსიკალური ინსტრუმენტები, შესაფერისი რიტმული ცეკვისა და სიმღერის თანხლებით, გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში და ძველ საბერძნეთში.

მსოფლიო კულტურაში კასტანიეტები ასოცირდება ესპანურ მუსიკასთან, განსაკუთრებით ესპანეთის ბოშების, ფლამენკოს სტილსა და ა.შ. კასტანიეტები ხშირად გამოიყენება კლასიკურ მუსიკაში „ესპანური კოლორიტის“ შექმნის მიზნით (მაგალითად, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: