კარონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარონი
კარონი
კარონი
დახასიათება
სიგრძე 952 კმ
აუზის ფართობი 95,000 კმ²
აუზი ორინოკო
წყლის ხარჯი მაქსიმალური 17.576 მ³/წმ
წყლის ნაკადი
სათავე გვიანის ზეგანი
 · მდებარეობა ვენესუელა
შესართავი ორინოკო
 · მდებარეობა ვენესუელა
ქვეყნები ვენესუელის დროშა ვენესუელა
ქალაქები სიუდად-გუაიანა

კარონი (ესპ. Caroni) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, მდინარე ორინოკოს მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 952 კმ, აუზის ფართობი 95,000 კმ². სათავე აქვს და მიედინება გვიანის ზეგანზე. კარონიზე არის ჩანჩქერები და ჭორომები. წყალმოვარდნები იცის აპრილიდან ოქტომბრამდე. კარონი გამოირჩევა წყლის დიდი ხარჯით. წყალი მუქი ფერისაა. იგი მიეკუთვნება პიგმენტაციური მდინარეების რიცხვს, ისეთივეს, როგორიც არის მაგ., მდინარე რიო-ნეგრო ბრაზილიაში. კარონის აუზი შედის ვენესუელის მთავარი მდინარის — ორინოკოს აუზის შემადგენლობაში. კარონი და ორინოკო ჰიდროგრაფიული ხასიათის მიხედვით მიმსგავსებულები არიან ერთიმეორესთან. მდინარე კარონის აუზში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი წყალვარდნილი ანხელი (სიმაღლე 1054 მ). მნიშვნელოვანია ასევე კუკენანის წყალვარდნილი (სიმაღლე 610 მ).

წყლის საშუალო ხარჯი 4,850 მ³/წმ. მაქსიმალური 17.576 მ³/წმ. სანაოსნოა შესართავიდან 100 კილომეტრზე. აქვე მდებარეობს მზარდი ქალაქი სიუდად-გუაიანა. მდინარის წყლები გამოყენებულია ჰიდროენერგეტიკული მიზნებისათვის. მდინარეზე აშენებულია ჰიდროელექტროსადგურები მაკაგუა, გური და სხვ. კარონის ფართო კანიონში გაშენებულია გურის წყალსაცავი, რომლის ფართობია 4,250 კმ², ხოლო მოცულობა 135 კმ³.

კარონის აუზის განსაკუთრებული ესთეტიკურობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას ამ რეგიონში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]