კარმატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარმატები (არაბ. قرامطة‎) —  დიდი მილიტარიზებული რელიგიური და პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელმაც შექმნა უტოპიური საზოგადოება ბაჰრეინში 899 წელს. ტრადიციულად, მათ განაცალკევებენ ისმაილიტებისგან მას შემდეგ, რაც მათმა ლიდერმა ჰამდან კარმატმა არ აღიარა ფატიმიდების სახალიფოს დამაარსებელი უბეიდალა, როგორც იმამი და მაჰდი, ვინაიდან ელოდა ჭეშმარიტი "დამალული" იმამ მუჰამედ იბნ ისმაილის (ჯაფარ ას-სადიკის შვილიშვილი) მოსვლას.[1]

განმარტების პრობლემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს დინარი მოჭრილი კარმატების მიერ პალესტინის ოკუპაციის დროს 970-იან წლებში.

მეცნიერთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომლის მიხედვითაც, კარმატები იყვნენ ისმაილიტების მუსლიმური სექტის ერთ-ერთი განშტოების მიმდევრები ან პირიქით, კარმატები წარმოადგენენ „ორთოდოქსულ ისმაილიზმს“, ხოლო უბეიდალა ალ-მაჰდის ისმაილიტები – მათ განშტოებას. არაბისტ ჰენრი ლამენსის ვარაუდით, მთავარი სწავლება სწორედ კარმატული იყო, ხოლო ისმაილიტების სწავლება მხოლოდ მისი განშტოება იყო. ეს ვარაუდი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ნიზამ ალ-მულქის წერილებთან, რომელმაც ასევე გავლენა მოახდინა მე-13 საუკუნის ისტორიკოს ეშ-შატიბზე. სამივე ვარაუდი შეიძლება დაეყრდნოს მე-11 საუკუნის სუნიტ ისტორიკოს ალ-იამანს, რომელიც ამტკიცებს, რომ შედგა შეხვედრა ჰამდანსა და ისმაილის დოქტრინის დამაარსებელს, აბდალა იბნ მაიმუნს შორის. თანამედროვე ისტორიკოსები ამას წარმოუდგენლად თვლიან. ატ-ტაბარის, იბნ ალ-ნადიმის, ალ-ნუვეირის, ალ-მაკრიზის, იბნ ხალდუნის, ალ-ნავბახტის და სხვათა ნაშრომებზე დაყრდნობით. ჰამდანს ასწავლიდა ერთ-ერთი ისმალიტი მისიონერი. ბრიტანელი ისტორიკოსი სტენლი ლეინ-პული თვლიდა, რომ ფატიმიდები კარმატების შთამომავლები იყვნენ. ფრანგმა ისტორიკოსმა ლუი მასნინიონმა ასევე უწოდა ყველა ისმაილიტს კარმატები, იმის საფუძველზე, რასაც სუნიტი ავტორები უწოდებდნენ ყველა ისმაილიტს კარმატებს, მათ შორის მათ მოწინააღმდეგეებს იბნ ჰაუშაბისა და იბნ ალ-ფადლის სახით. ამავე დროს, ზოგიერთი  ისტორიკოსი  მთლიანად უარყოფს სწავლებებს შორის კავშირს. მათ შორის არიან ბრიტანელი ბერნარ ლუისი, ნ.ტეილორი, ფრანგი ჟ.რუსო და რუს-ინდოელი ისტორიკოსი ვ.ივანოვი. კერძოდ, პირველის ვარაუდით, მათ შორის იმდენად ძლიერი   სიძულვილი იყო, წარმოუდგენელია რათა რაიმე საერთო ჰქონოდათ.[2][3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ სიტყვა "კარმატი" ალბათობის მაღალი ხარისხით არამეული წარმოშობისაა. წყაროებში სხვადასხვა ფორმა და მნიშვნელობაა ჩაწერილი: ატ-ტაბარის მიხედვით მისი სახელი იყო „კარმიტა“ („წითელთვალება“); ან-ნავბახტი და ნიზამ ალ-მულქი უწოდებენ კნინობით მეტსახელ „კარმატიკს“. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ მისი გვარი ნიშნავს „მოკლეფეხას“ , კერძოდ, ეს ვარაუდი დე გუემ გამოთქვა. ისმაილიტების საბჭოთა პიონერის ვლადიმერ ივანოვის თქმით, ეს სიტყვა ნიშნავდა „გლეხს“ ან „სოფლის მცხოვრებს“ და არ იყო არაბული წარმოშობის. ტრადიციულად ითვლება, რომ ჰამდანის მიმდევრებმა სახელი „კარმატები“მიიღეს მისი გვარიდან და ეს  ნიშნავს, „კარმატის ხალხს“ .[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

887 წელს აჰმედმა, იბნ მაიმუნ კადას ვაჟმა, დაი (ქადაგი) ჰუსეინ ალ-აჰვაზი გაგზავნა ირანში და მან დრავერი ჰამდან იბნ ალ-აშჰასი მოაქცია ისმაილიზმზე. წარმოშობით ჰამდანი ეკუთვნოდა სევადიან ნაბატეველების ტომს, რომელიც შედგებოდა გლეხებისა და მონებისგან. თანამემამულეებთან დაბრუნებისას მან ოსტატურად და აქტიურად დაიწყო მათ შორის მომავალი მაცხოვრის დოქტრინის გავრცელება, შთაგონებული იყო, რომ რიტუალები და ყოველგვარი გარეგანი რელიგიური დოგმები  ზედმეტი იყო და გამოაცხადა, რომ ღმერთმა ისმაილიტებს ნება დართო გაეძარცვათ მათი მოწინააღმდეგე მუსლიმები,  დაეღვარათ მათი  სისხლი და ამის გამო არ დაისჯებოდნენ.  კარმატები ძალიან მალე გადაიქცნენ მძარცველებად.  სექტას, დიდი რაოდენობით, შეუერთდნენ სოციალური წესრიგით უკმაყოფილო ადამიანები.[5]

890 წელს კარმატებმა დააარსეს დაროლ-ჰიჯრე ციხე ერაყის სევადში; იქიდან, 899-901 წლებში, დაი აბუ საიდ ალ-ჯანაბის ხელმძღვანელობით  გადავიდნენ ბაჰრეინში, იქ    გაბატონდნენ  და X-XI საუკუნეებში იგი თავიანთი სახელმწიფოს ცენტრად აქციეს.  არაბი ხალიფები თავს უძლურად გრძნობდნენ კარმატელთა წინაშე, რომლებსაც სამი მეოთხედი საუკუნის მანძილზე უბედურება მოჰქონდათ არაბეთის, სირიის, ერაყისა და სპარსეთისთვის. ისინი ძარცვავდნენ, მოსახლეობას,  ტყვედ მიჰყავდათ და, გამოსასყიდს თხოულობდნენ, აჩაღებდნენ პანიკას ხალხში. [6]

930 წელს აბუ საიდის ძმამ, აბუ თაჰირ ალ-ჯანაბიმ, რომელიც მომლოცველებს დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა მექაში მოგზაურობის უფლებას, გადაწყვიტა ჰაჯის საბოლოოდ მოსპობა; მოულოდნელად შეუტია მექას, მან მოაწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა და მოიპარა ქააბას ქვა, რომელიც მხოლოდ 951 წელს დაუბრუნეს  მუსლიმებს.

დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

976 წელს აბასიანთა მიერ მათი დამარცხების შემდეგ კარმატების სტატუსი დაეცა. თანდათან მეზობლებმა მათ შეუწყვიტეს ხარკის გადახდა  და დაიწყო კარმატების სახელმწიფოს დაკნინება დაიწყო. 1058 წელს ბაჰრეინის დაცემის შემდეგ კარმატებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო და იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ ელ ჰოფუფის ოაზისში. . მაგრამ უკვე 1067 წელს აბდულა ბინ ალი ალ უიუნის გაერთიანებულმა ძალებმა და   სელჩუკებმა ერაყიდან ალყა შემოარტყეს ხუფუფს და შვიდი წლის შემდეგ აიძულეს კარმატები კაპიტულაცია გამოეცხადებინათ.

ბაჰრეინსა და აღმოსავლეთ არაბეთში კარმატები შეცვალა უიუნიდების დინასტიამ XI საუკუნის შუა ხანებისთვის ირანში, ერაყსა და მავენანაჰრში  კარმატები  ფატიმიდებმა შთანთქეს ან სრულიად  გაუჩინარდნენ . ბოლო მინიშნება კარმატების შესახებ  იყო 1050 წელს ნასირ ხოსროს მიერ.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jaftary, Farhad (2007). The Ismā'īlīs: Their History and Doctrines (Second ed.). CAMBRIDGE UNIVERSITY PRESS. p. 161. ISBN 978-0-511-35561-5.
  2. Akbar, Faiza. "The secular roots of religious dissidence in early Islam: the case of the Qaramita of Sawad Al‐Kūfa", Journal Institute of Muslim Minority Affairs, 12.2 (1991): 376–390.
  3. Houari Touati, Islam and Travel in the Middle Ages, transl. Lydia G. Cochrane, (University of Chicago Press, 2010), p. 60.
  4. Al-Jubūrī, I M N (2004), History of Islamic Philosophy, Authors Online Ltd, p. 172
  5. Yitzhak Nakash, Reaching for Power: The Shi'a in the Modern Arab World, Princeton 2007, p. 24.
  6. Larsen, Curtis E (1984), Life and Land Use on the Bahrain Islands: The Geoarchaeology of an Ancient Society, University Of Chicago Press, p. 65
  7. Madelung, Wilferd. "Hamdan Qarmat" Encyclopædia Iranica. Retrieved 24 April 2016.