აბუ საიდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აბუ საიდი ფადლ ალ-ლაჰ იბნ აბუ ლ-ხაირ მეიჰანი (* 967 ― გ. 1049), სპარსელი პოეტი, სწავლული, მისტიკოსი, სპარსული ადრეული სუფიზმის უმთავრესი წარმომადგენელთაგანი. ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა სუფიურ ქადაგებებში ლექსების ჩართვის ტრადიცია. მიეწერება 750-მდე მისტიკური შინაარსის რობაი, რომლებშიც ურთულესი სუფიური აზრები სადა და დახვეწილი ფორმითაა გადმოცემული. აბუ საიდმა დიდი გავლენა მოახდინა სპარსული სუფიზმის შემდგომ განვითარებაზე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975
სტატიის