კაპიტან გრანტის შვილები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპიტან გრანტის შვილები
Les Enfants du capitaine Grant
'The Children of Captain Grant' by Édouard Riou 001.jpg
ავტორი

ჟიულ ვერნი

ქვეყანა

საფრანგეთი

ენა

ფრანგული

ჟანრი

სათავგადასავლო

გამოცემის თარიღი

1867 - 1868

კაპიტან გრანტის შვილები — ცნობილი ფრანგი მწერლის ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი. დაწერილია 1867 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება]

წიგნის სიუჟეტში მოთხრობილია ბრიტანელი კაპიტან გრანტის შესახებ. მას შემდეგ რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტანის საძებნელად მიემგზავრებიან შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილები, მერი და რობერტი. უცნობია, თუ სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ განედი - 37 გრადუსი. ნაწერები წერილში გაურკვეველია და ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი დილემისა და გამოცანის წინაშე აღმოჩნდება.

გემ ’დუნკანით’ მოგზაურები თავდაპირველად მიემართებიან სამხრეთ ამერიკისაკენ. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიული ჟაკ პაგანელი (რომელიც აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას.

ეპიზოდი 1985 წლის საბჭოთა ფილმიდან "კაპიტან გრანტის შვილები"

მოგზაურები გაიცნობენ აირტონს, რომელიც მათ ჰპირდება კატასტროფის ადგილის ჩვენებას. მაგრამ იგი მოღალატეა, რომელსაც გრანტის გემის დაღუპვა არ უნახავს, ვინაიდან მანამდე მიტოვებული იქნა ავსტრალიაში - მას შემდეგ, რაც წარუმატებლად სცადა გემის მითვისება, მომავალში მეკობრეობის მიზნით. იგი ცდილობს დუნკანის დაუფლებას, მაგრამ კვლავ წარუმატებლად. გლენარვანები, გრანტის შვილები, პაგანელი და რამდენიმე მეზღვაური რჩებიან ავსტრალიაში და დარწმუნებულები არიან, რომ დუნკანი სამუდამოდ დაკარგეს. ამიტომ ისინი მიემართებიან ოკლენდში (ახალი ზელანდია), საიდანაც ევროპაში დაბრუნებას აპირებენ. მას შემდეგ, რაც მათი გემი განიცდის კატასტროფას ოკლენდის სამხრეთით, მოგზაურებს იჭერენ მაორის ტომის ადამიანები. ისინი მაინც გარბიან და პირველივე გემზე ადიან. მათთვის მოულოდნელად, ეს ’დუნკანი’ აღმოჩნდება.

აირტონი, რომელიც ახლა უკვე გემის ახალ მფლობელთა მონობაში იმყოფება, სთავაზობს მოგზაურებს ინფორმაციას გრანტზე. სანაცვლოდ იგი ითხოვს მის რომელიმე კუნძულზე დატოვებას. დუნკანი ტაბორის კუნძულისაკენ მიემართება, რომელიც კაპიტან გრანტის თავშესაფარი აღმოჩნდება. აირტონი სწორედ აქ რჩება.

ადაპტაციები[რედაქტირება]

  • 1877 - Los sobrinos del Capitán Grant ("კაპიტან გრანტის ძმისშვილები") - ესპანური ოპერეტა.

რესურსები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: