მოჰამედ ხათამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოჰამედ ხათამი
მოჰამედ ხათამი
ხათამი დავოსის ფორუმზე, 2007 წ.
ირანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო, 1997 – 2 აგვისტო, 2005
წინამორბედი ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი
მემკვიდრე მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის ისლამური ორიენტაციისა და კულტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 სექტემბერი, 1982 – 24 მაისი, 1992
წინამორბედი მაჯიდ მოადიჰა
მემკვიდრე ალი ლარიჯანი

დაბადებული 29 სექტემბერი, 1943
ერდეკანი, იეზდი
მამა რუჰოლა ხათამი
განათლება ისპაანის უნივერსიტეტი
ტეირანის უნივერსიტეტი
ხელმოწერა Mohammad Khatami signature.svg

მოჰამედ ხათამი (სპარს. محمد خاتمی; დ. 29 სექტემბერი, 1943) — ირანის მეხუთე პრეზიდენტი (1997-2005 წწ.).

დაიბადა 1943 წლის 29 სექტემბერს იეზდის პროვინციის ქალაქ ერდეკანში. მისი უმცროსი ძმა მოჰამედ რეზა ხათამი დაქორწინებულია რუჰოლა ხომეინის შვილიშვილზე.

1969 წელს დაამთავრა ისპაანის უნივერსიტეტი და მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ მსახურობდა ირანის შეიარაღებულ ძალებში. 1970 წელს სწავლა გააგრძელა თეირანის უნივერსიტეტში. 1982-1992 წლებში იყო ირანის კულტურის მინისტრი. 1997 წლის 23 მაისს აირჩიეს ირანის პრეზიდენტად. თანამდებობა ეკავა ორი ვადით, 2005 წლამდე.

ფლობს სპარსულ, არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]