საფრენი აპარატები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრენი აპარატები — დედამიწის ატმოსფეროში ან კოსმოსურ სივრცეში ფრენებისათვის განკუთვნილი საშუალებები. ისინი იყოფიან აეროსტატიკურ საფრენ აპარატებად (აეროსტატი, მ.შ. დირიჟაბლი, სტრატოსტატი), რომლებიც ჰაერზე მსუბუქია; აეროდინამიკურ-საავიაციო საფრენ აპარატებად, რომლებიც ჰაერის გარსს ამწევი ძალის შესაქმნელად იყენებენ (თვითმფრინავი, პლანერი, შვეულმფრენი, ავტოჟირი); კოსმოსურ საფრენ აპარატებად (კოსმოსური აპარატები), რომლებიც ფრენებს ახორციელებენ კოსმოსურ სივრცეში; რაკეტებად, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ატმოსფეროში, ასევე უჰაერო სივრცეში მოძრაობა.