სოლარ იმპულსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Flea Hop HB-SIA - Solar Impulse.jpg

სოლარ იმპულსი (Solar Impulse) – ევროპული შორი დისტანციის მზის ენერგიით მართული თვითმფრინავის პროექტი განხორციელებული ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (École Polytechnique Fédérale de Lausanne) მიერ. პროექტს პოპულარიზებას უწევს ბერტრან პიკარი, რომელიც მსოფლიოს გარშემო პირველი საჰაერო ბურთით შეუსვენებლივ განხორციელებული ფრენის თანაპილოტი იყო. პროექტის მიზანია მზის ენერგიით პილოტირებული ფიქსირებულფრთიანი საფრენი აპარატით მსგავსი მოგზაურობის განხორციელებაა. ამ პროექტით შექმნილი პირველი აპარატი, შვეიცარული რეგისტრაციის კოდით HB-SIA, ერთადგილიანი თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერში შეუსვენებლივ ფრენა ძალუძს 36 საათის განმავლობაში. მეორე ეტაპზე შედარებით დიდი აპარატის შექმნაა.