საბრძოლო თვითმფრინავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული F-35 Lightning II-ები ფორმაციაში.

საბრძოლო თვითმფრინავები წარმოადგენს იმ სახეობის საფრენ აპარატებს, რომლებიც განკუთვნილია ობიექტების (მიზნების) გასანადგურებლად საარტილერიო, სარაკეტო და ბომბდამშენი შეიარაღებით, აგრეთვე საჰაერო დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის საწარმოებლად. საბრძოლო თვითმფრინავებს განეკუთვნება გამანადგურებელი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელ-გადამტაცი, ბომბდამშენი, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები, მოიერიშე, მზვერავი თვითმფრინავი და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]