თენგიზ მირზაშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი
TengizMirzashvili.jpg
თენგიზ მირზაშვილის ფოტო
მოღვაწეობა

მხატვარი

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

10 თებერვალი, 1934,

დაბადების ადგილი

მესტია

გარდაცვალების თარიღი

1 იანვარი, 2008

მოქალაქეობა

საქართველო

ეროვნება

ქართველი


თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1934, მესტია — გ. 1 იანვარი, 2008, თბილისი), ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. 1941 წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1959 წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 1972-2004 წწ. მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ,,ჰამლეტის” გასაფორმებლად.

თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ეთერ თათარაიძის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული. მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” ორი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთროში" რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი.

მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: გერმანიაში- 1985 წ. კანადა- 1987 წ. ავსტრია- 1988 წ. გერმანია-1989 წ. საფრანგეთი- 1997 წ. 1998 წ.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები