ვლადიმერ მინორსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინორსკი, ვლადიმერ თედორეს ძე (დ. 24 იანვარი. 5 თებერვალი. 1877, ვოლგის კორჩევი — გ. 25 მარტი. 1966, კემბრიჯი), რუსი აღმოსავლეთმცოდნე. 1900 დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1903 ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი. 1903-იდან მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (იმყოფებოდა დიპლომატიურ სამუშაოზე ირანსა და თურქეთში). 1917 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა ირანში (1917-1919), საფრანგეთში (1919-32) და ინგლისში 1932 წლიდან. იყო ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი (1937-იდან). თავისი ფუნდამენტური შრომებით მინორსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანსა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 5, თბ., 1984