თარგი:დღის სტატია:05-11

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინოპოლი
კონსტანტინოპოლი

კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις) იყო თანამედროვე სტამბოლის (თურქეთი) სახელი საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს.