თარგი:დღის მოვლენები:10-28

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია
  • 312 : მილვიოს ხიდის ბრძოლაკონსტანტინე დიდი ამარცხებს მაქსენციუსს და რომის ერთპიროვნული იმპერატორი ხდება.
  • 1538 : ახალი მსოფლიოს პირველი უნივერსიტეტი — უნივერსიდად სანტო ტომას დე აკინიო დაარსდა სანტო-დომინგოში.
  • 1628 : ლა-როშელის ალყა, რომელიც 14 თვეს გრძელდებოდა, ჰუგენოტების დამარცხებით დამთავრდა.
  • 1886 : ნიუ-იორკის უბეში თავისუფლების ქანდაკება გაიხსნა.
  • 1922 : იტალიელი ფაშისტები ბენიტო მუსოლინის წინამძღოლობით რომში შედიან და იტალიის მთავრობას იღებენ.
  • 1941 : ჰოლოკოსტი კაუნასში — გერმანელი სს-ელები კაუნასის გეტოში 9000-მდე ებრაელს ხოცავენ.
  • 1990 : საქართველოში პირველ დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ზვიად გამსახურდიას (სურათზე) ხელმძღვანელობით.