თამელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამელი (Sorbus torminalis) — ტანმაღალი (25 მ) ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი მეტად ლამაზი ფოთლები და ფარისებრ ყვავილედში თავმოყრილი წვრილი თეთრი ყვავილები. ნაყოფი მურა ყვითელი ან წითელია, თეთრად დაწინწკლული, შემოდგომით თანდათანობით ლურჯდება; თავდაპირველად მაგარი და მწკლარტეა, ყინვის შემდეგ კი — წვნიანი და ტკბილი. გავრცელებულია შუა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში (ალჟირი), სირიაში, ირანსა და მცირე აზიაში. გვხვდება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში არც ისე იშვიათია; იზრდება მუხნარში, რცხილნარსა და წაბლნარში ერთეულ ხედ ან ჯგუფებად, მთაში ზღვის დონიდან 1700 მ-მდე გვხვდება. აქვს მაგარი და გამძლე მერქანი, რომელსაც სახარატო და საავეჯო წარმოებაში იყენებენ. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება]