თავჭედილა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავჭედილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი: ფირფიტოსანნი
სახეობა: თავჭედილა
ლათინური სახელი
Amanita pantherina

თავჭედილა (Amanita pantherina), ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ძლიერ შხამიანია. აქვს 5-10 სმ დიამეტრის ამობურცული, მურა, მოყვითალო მურა, მონაცისფრო მურა ან მომწვანო მურა ქუდი. ნორჩი ლორწოიანია. ზედაპირზე კონცენტრულად განწყობილი თეთრი ფიფქები აყრია, კიდეები ზოლიანია, ფირფიტები თეთრი. აქვს საყელოიანი თეთრი ფეხი, რომლის ფუძეზე ქერცლები კონცენტრულადაა განწყობილი. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში გაზაფხულზე და შემოდგომით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნახუცრიშვილი ი., ქსე, ტ. 4, გვ. 571, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები