ეიფორია (ემოცია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Jumping Giulia Salar de Uyuni Bolivia Luca Galuzzi 2006.jpg

ეიფორია არის მედიცინაში კარგად ნაცნობი ერთგვარი ემოციური დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია სიამოვნებასა და ბედნიერებასთან. ტექნიკურად ეიფორია ეფექტია, მაგრამ სასაუბროდ ეს სიტყვა ხშირად გამოყენებულია, როგორც სტანდარტული ტერმინი იმ ემოციისა, რომელიც უკავშირდება ინტენსიურ, გაურკვეველ ბედნიერებას, რომელიც ერთგვარად შეზავებულია კარგად ყოფნის აურაცხელ გრძნობასთან. სიტყვა ეიფორია ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს „ადვილად შეგუების, ნაყოფიერების ძალაუფლებას“.

ეიფორიას მიიჩნევენ გაზვიადებულ მდგომარეობად, რომელიც გამოწვეულია ფსიქოლოგიური და ფარმაცევტული დამძაბველებით — ე. წ. სტრესორებით. ის არ მიიღწევა ადამიანთა ყოფისა და გამოცდილების ნორმალურ, ჩვეულებრივ ფაზაში. თუმცა ზოგიერთმა ბუნებრივმა ქცევამ, მაგალითად ისეთებმა, რომლებიც ორგაზმის დროს იჩენენ თავს, შეუძლია შეთავსებულად გამოიწვიოს ხანმოკლე ეიფორიული მდგომარეობა.

მთავარი აზრი წამლების დასვენებისათვის მიღებისა არის ის რომ გამოიწვიონ ეიფორია. მაგალითად, ემილ კრაეპელინის (Emil Kraepelin) მიერ შექმნილი „ეპიზოდური მანიის კლასიფიკაცია“ ცნობდა ეიფორიული ეფექტის ხარისხს, დონეს უფრო კლასიფიცირებულ ღერძებს შორის. ნარკოტიკებს, როგორებიცაა მაგალითად, ოპიუმი, კოკაინი და ა. შ. შეუძლიათ ქიმიურად ინტენსიური ეიფორიის გამოწვევა.