ზაალ სამადაშვილი
| ზაალ სამადაშვილი | |
| ფსევდონიმი: |
ზალიკო |
|---|---|
| დაბადების თარიღი: | |
| დაბადების ადგილი: | |
| ეროვნება: | |
| საქმიანობა: | |
| პერიოდი : |
1983–2007 |
| თემატიკა: |
ათი მცნების თემატიკა |
| მიმდინარეობა: |
რეალიზმი მოდერნიზმის ხერხებით |
| Magnum opus: |
"სანდრო კანდელაკის ჩექმა", 2005 |
| ჟანრი: | |
| დებიუტი: |
"ბაბო დაჭრეს", 1983 |
|
გავლენა მოახდინეს
|
|
ზაალ შოთას ძე სამადაშვილი (* 3 ოქტომბერი, 1953, თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი, ესეისტი. თბილისის საკრებულოსთან ერთად ლიტერატურული პრემია „გალა“–ს დამაარსებელი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში 1953 წლისა 3 ოქტომბერს. დედა — თამარ მიქაძე, მამა — შოთა სამადაშვილი. მეუღლე — ნანა იაშვილი (1954). შვილი — გიორგი (1981).
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობა ბაბო დაჭრეს გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ „ცისკარში“.
არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი".
მისი ჰობი ფეხით სიარულია და აქვს ასეთი მრწამსი: „ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია“.
ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.
[რედაქტირება] გამოცდილება
- 1977 წ. ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ლაბოტრანტი.
- 1978-1980 წწ. გეოლოგიური ექსპედიცია.
- კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი.
- 1983-1989 წ.წ. კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება.
- 1989-1994 წ.წ. გაზეთების ,,მამულისა” და ,,ქომაგის” თანამშრომელი, ჟურნალის ,,XX საუკუნე” მთავარი რედაქტორი.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი.
- 2005-2007 წ.წ. თბილისის #53 საჯარო სკოლის დირექტორი.
- 2006 წ. ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი.
- 2008 წლის აპრილიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე[1].
[რედაქტირება] წიგნები
- გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით (1994), ISBN 99928-39-04-X
- როგორც ძველ იტალიურ ფილმებში (1999), ISBN 99928-987-9-8
- ალი გამურულ შუშაში (2001), ISBN 99928-39-26-0
- ბოშები (2003), ISBN 99928-987-9-8
- პლეხანოვური ამბები (2004), ISBN 99940-30-23-X
- როგორ უყვარდათ ერთმანეთი (2004), ISBN 99940-817-2-1
- სანდრო კანდელაკის ჩექმა (2006), ISBN 99940-30-82-5
- მოთხრობები ბიჭებისთვის (2010), ISBN 978-9941-15-128-6
[რედაქტირება] კინო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ზაალ სამადაშვილი (პირადი ვებ–გვერდი)
- ლიბ.ჯი–ზე
- "ყველაზე მეტად ვაფასებ არა იმას, რას წერენ, არამედ როგორ წერენ"
- ზაალ სამადაშვილი სტუმრად "ბიბლუსში"
- "ფეისბუკში"
- წინათქმა ნიკო ყიფიანის წიგნისთვის "ერთხელ წასაკითხი მოთხრობები"
- Samadašvili, Zaal
- Zaal Samadašvili
- Zaal Samadashvili