ვიქტორ ხაინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ ხაინი
დაბ. თარიღი 13 თებერვალი/26 თებერვალი 1914
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 2009
გარდ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ვიქტორ ეფიმის ძე ხაინი (რუს. Хаин, Виктор Ефимович; დ. 13 თებერვალი/26 თებერვალი, 1914, ბაქო — გ. 24 დეკემბერი, 2009, მოსკოვი) — გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1987). აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1935) მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის გეოლოგიურ დაწესებულებებში (1935-1954). 1961 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. 1957 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიისა და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

1972 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ხაინის ძირითადი შრომები ეხება რეგიონული გეოლოგიისა (კავკასია, კარპატები და სხვ.) და ტექტონიკის საკითხებს. მუშაობდა ასევე გეოლოგიური მეცნიერების ისტორიის საკითხებზე. შემოგვთავაზა ტექტონიკური მოძრაობებისა და დედამიწის ქერქის ძირითადი სტრუქტურული ელემენტების კლასიფიკაცია. დაადგინა ზოგიერთი გეოსინკლინური პროცესების საერთო კანონზომიერებანი. ფართოდ მუშაობდა დედამიწის ქერქის ძირითადი ევოლუციური ეტაპების განვითარების საკითხებზე.

ალექსანდრე რონოვთან ერთად შეადგინა კონტინენტების ლითოლოგიური ფორმაციების რუკა.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Геотектонические основы поисков нефти, Баку, 1954;
  • Региональная геотектоника. Северная и Южная Америка, Антарктида и Африка, М., 1971;
  • Общая геотектоника, 2 изд., М., 1973.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Виктор Ефимович Хаин. (К 60-летию со дня рождения), "Вестник МГУ. Серия IV. Геология", 1974, № 2.