ვამპირის დღიურები (ტელესერიალი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Vampire Diaries
The Vampire Diaries.png
ჟანრი თინეიჯერული დრამა, საშინელებათა
ავტორი ლიზა ჯეიმს სმიტი
დირექტორი კევინ უილიამსონი და ჯული პლეკი
მონაწილეობენ ნინა დობრევი
პოლ უესლი
იან სომერჰალდერი
სტივენ რ. მაკ-კუინი
სარა კენინგი
კატერინა გრემი
კენდის აკოლა
ზაქ რერიგი
კეილა ეველი
მაიკლ ტრევინო
მეტ დევისი
ჯოზეფ მორგანი
გახმოვანება ნინა დობრევი
პოლ უესლი
კომპოზიტორ(ებ)ი მაიკლ საბი
ქვეყანა აშშ
ენა/ები ინგლისური
სეზონი 3
ეპიზოდი 53
გადაღება
პროდიუსერ(ებ)ი ლესლი მორგესტაინი
კბობ ლევი
კევინ უილიამსონი
Julie Plec
ხანგრძლივობა 41 წთ.
ეთერი
არხი The CW
პირველად ეთერში 10 სექტემბერი, 2009 – დღემდე
გარე ბმულები
ოფიც. ვებგვერდი

ვამპირის დღიურები (ინგლ. The Vampire Diaries) — სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეყრდნობა ლიზა ჯეიმზ სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს.სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სახელად The CW Television Network 2009 წლის 10 სექტემბერს,მისი მეორე სეზონიც იმავე დღეს 2010 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა ეკრანებზე.[1] სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში,რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა.სერიალის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედია,რომელიც ვითარდება პროტაგონისტ ელენა გილბერტ (ნინა დობრევი) და ორ შავი წარსულის მქონე ვამპირ ძმას შორის.ცოტა ხნის შემდეგ ნათელი ხდება ელენას ღვარძლიანი ასლის კეტრინის საიდუმლო წარსულის შესახებ,რომელსაც ელენაზე,დეიმონსა და სტეფანზე უნდა შურისძიება.

The Cw-ს ეკრანებზე 2006 წლის შემდეგ გასულ ყველა სერიალთან შედარებით ვამპირის დღიურების საცდელმა სერიამ ყველაზე დიდი აუდიტორია მოიზიდა.[2] პირველმა სეზონმა დაახლოებით 3.60 მაყურებელი მოიზიდა.[3] თავდაპირველად შოუმ საშუალო შეფასება მოიპოვა,თუმცა სერიალის მეორე სეზონის ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ კრიტიკოსები შეთანხმდნენ,რომ ის ხარვეზები რაც პირველ სეზონში ჰქონდათ აღმოფხვრილი იყო.მე-2 სეზონის პრემიერებმა ზოგადად კარგი შეფასება დაიმსახურა. სერიალი უამრავ დაჯილდოვებაზე იქნა წარდგენილი,მათ შორის ხალხის არჩევანზე და თინეიჯერების არჩევანზე.

სექციების სია

[რედაქტირება] სერიალის მიმოხილვა

სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ,რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ ვესლი) უყვარდება.მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება,როცა სტეფანის უფროსი,ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იან სამერჰელდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით,რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას.ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ.აღმოჩნდა,რომ ელენა კეტრინის ასლია.კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება. სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls,რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს.ასევე,ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს.აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი),ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი),ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა),ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი ბოიფრენდი მეთი (ზაკ როერიგი).ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შტამომავლები მართავენ.Mystic falls-ის `დამფუძნებელი საბჭო” შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის : სალვატორი,გილბერტი,ფელსი,ფორბსი და ლოკვუდი.ისინი ქალაქს ვამპირებისგან,მაქციებისგან და გრძნეულებისგან იცავენ,რომლიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება.

[რედაქტირება] ქასთი

[რედაქტირება] მთავარი როლები

[რედაქტირება] მეორეხარისხოვანი როლები

მიუხედავად იმისა,რომ სერიალი იგივე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა და ისტორია იგივეა,მასში მაინც მრავალი გმირია შეცვლილი. ნინა დობრევი თამაშობს ელენა გილბერტისა და კეტრინ პირსის როლს,რომელიც აგრეთვე კატერინა პეტროვას სახელით არის ცნობილი.[4] ელენა სწრაფად ერთვება მრავალ ზებუნებრივ მოვლენებში.პოლ ვესლი განასახიერებს ერთ-ერთი ვამპირი ძმის როლს,რომელიც ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა,იგი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი ძმის, დეიმონ სალვატორისგან,რომელსაც იან სამერჰელდერი განასახიერებს.[5]

დანარჩენი მსახიობები არიან : სტივენ მაკქვინი,რომელიც ელენას უმცროსი ძმის ჯერემი გილბერტის როლს ასრულებს,[6] თუმცა შოუში გამოჩნდა,რომ ის ელენას ბიოლოგიური ბიძაშვილია. სარა ქენინგი,ელენასა და ჯერემის დეიდა და ოფიციალური მეურვე,ჯენა სამერსის როლში. კატერინა გრაჰამი,ელენას საუკეთესო მეგობარი და გრძნეული. [7] კენდის აკოლა,ელენას ახლო მეგობარი და შემთხვევითი მეტოქე,იგი მეორე სეზონში ვამპირად გადაიქცა და ის კეროლაინ ფორბსის როლს ასრულებს.[8] ზაკ როერიგი მეთ დონავანის როლში,ის არის ელენას ბავშვობის მეგობარი და მისი ყოფილი ბოიფრენდი,რომელსაც შემდეგ კეროლაინი უყვარდება.[9] მაიკლ ტრავინო ტაილერ ლოკვუდის როლში,ის არის მაქცია,ჯერემის მტერი,მეთის უახლოესი მეგობარი და Mystic falls-ის მერის შვილი.[10] კაილა ეველი ვიკი დონავანის როლში,მეთის უფროსი და პრობლემური და,ის ჯერ ტაილერის შეყვარებული იყო შემდეგ კი ჯერემის.[11] მან შოუ დატოვა პირველი სეზონის მე-7 სერიაში,როდესაც ის დეიმონმა ვამპირად გადააქცია და სტეფანმა მოკლა. ძალიან მალე მეთიუ დევისი შეუერთდა გადამღებ ჯგუფს ისტორიის მასწავლევლის ალარიკ ზალცმანის როლში,ის არის ვამპირებზე მონადირე და მოსწონს ჯენა.[12]

[რედაქტირება] წარმოება

[რედაქტირება] რეაქცია

2009 წლის 10 სექტემბერს სერიალის პრემიერამ The CW ტელეარხს დიდი წამრმატება მოუტანა და დიდი აუდიტოია 4.90 მილიონი მაყურებელი მოიზიდა. [13] DVR-ის ინფორმაციის დამატებით სერიალის მაყურებელთა რაოდენობა ოფიციალურად გაიზარდა და მიაღწია 5.7 მილიონ მაყურებელს.[14] თავდაპირველად ვამპირის დღიურებმა საშუალო შეფასება მიიღო. მეტაკრიტიკმა (მეტაკრიტიკი მეტაცრიტიც არის ელექტრონული საიტი რომელიც აგროვებს მუსიკალური ალბომების, თამაშების, ფილმების, ტელე შოუების, წიგნების და DVD-ს მიმოხილვებს) მიანიჭა 50 ქულა,რაც 22 კრიტიკულ შეფასებაზე იყო დამყარებული და ეს საშუალო შეფასებას ნიშნავს.[15]Enterainment Weekly”-მ კი B+.შემფასებელმა კევინ ტაკერმა თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით დაამთავრა : ”დღიურები ჩვენ გასართობ სეზონს გვპირდება”.[16] ლინდა სტეისმა შოუს ძალიან კარგი შეფასება მისცა და თქვა,რომ მას ძალიან მოეწონა და შეაქო ერთი ეპიზოდი “ბოროტული,ვამპირული და სისხლიანი მოქმედება”,რომელიც საწყისს იღებს სეზონის დასაწყისში და გრძელდება სეზონის ბოლომდე ისეთი სიმხეცითა და სისწრაფით,რომ ეს მართლაც ცოტა საშიშია.[17] ტიმ გუდმანმა სერიალს ძალიან ცუდი შეფასება მისცა და მას საშინელიც კი უწოდა.

სწორედ მწვავე კრიტიკის გამო თითოეული სერია გამოსწორდა. სარა ჰუგელსმა თქვა,რომ მიუხედავად სერიალის ცუდი დასაწყისისა ის გადაიქცა ძალიან კარგად დამუშავებულ და საინტერესო სერიალად.[18] New York Post-მა ასევე შეაქო ელენას გმირი,მათი განცხადებით ის არის ძალიან ძლიერი და საღადმოაზროვნე ქალი,რომელიც არ მისცემს თავის გრძნობებს უფელაბს,რომ აკონტროლონ ის.[19] კარლა პეტერსონმა განაცხადა : ”ზებუნებრივი დრამა არის ყველაზე კარგი პროდუქცია,რომელშიც ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი იღებს მონაწილეობას,მკვეთრი სცენარი და საშიში მუსიკა ყველაზე თავქარიანი მოზარდებისთვისაც კი მძიმეა”.[20] მაიკ ჰეილმა New York Times-იდან სერიალს მიანიჭა საპატიო ადგილი თავის საყვარელ ტელე გადაცემების სიაში.[21] მეორე სეზონის შეფასება უფრო პოზიტიური იყო ვიდრე პირველის.მეტაკრიტიკმა სერიალს 90/100 ქულა მიანიჭა,რაც ძალიან კარგი შედეგია.

[რედაქტირება] რეიტინგი

ვამპირის დღიურების მაყურებელთა საშუალო გამოთვლებით,იწარმოება The CW-ის სეზონური ცხრილი.”წოდება” იმის მიხედვით არის მიმართული თუ როგორ არის ვამპირის დღიურები იმ სერიალებთან შედარებული,რომლებიც გადის ტელეეთერში.

სეზონი დროის მონაკვეთი (ET/PT) ეპიზოდების რაოდენობა. პრემიერა ფინალი პოზიცია მაყურებელი
(მილიონებში)
თარიღი პრემიერის
მაყურებელი
(მილიონებში)
თარიღი ფინალის
მაყურებელი
(მილიონებში)
სეზონი 1 ხუთშაბათი 8:00 p.m. 22 10 სექტემბერი, 2009[22] 4.91[23] 13 მაისი, 2010[3] 4.47[24] #118[3] 4.60[3]
სეზონი 2 22 9 სექტემბერი, 2010[25] 3.36[26] 12 მაისი, 2011[27] 2.86[28] N/A 3.17[29]
სეზონი 3 22 15 სექტმებრეი, 2011 3.10[30] 18 მაისი, 2012 N/A N/A N/A

[რედაქტირება] ჯილდოები და ნომინაციები

სულ 7 Teen Choise Award მოიგო ვამპირის დღიურებმა.ფანტასტიკა/ტელე მსახიობი – პოლ ველსი.ფანტასტიკა/ტელე მსახიობი(გოგო) – ნინა დობრევი.ტელე `საძაგელი” – იან სამერჰელდერი.ტელე შესრულება ქალი მსახიობი – ნინა დობრევი,კაცი მსახიობი – პოლ ვესლი.ყველაზე სექსუალური – იან სამერჰელდერი,სცენის მპარავი – კატერინა გრაჰამი. [31] სერიალმა მოიპოვა ჯილდო `ახალი და ფავორიტი სატელევიზიო დრამა” People’s Choise Award-ზე. Saturn Award-ზე იგი ნომინირებული იყო,როგორც საუკეთესო ქსელში გავცერელებული სერიალი.[32] 2010 წლის 9 ნოემბერს სერიალმა მიიღო სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობა,ესენია : საუკეთესო ფანტასტიკა,ფავორიტი სატელევიზიო დრამა, 2011 წელს იან სამერჰელდერი ნომინირებული იყო,როგორც დრამის საუკეთესო შემსრულებელი People’ Choise Award-ზე თუმცა სამწუხაროდ ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.[33]

2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომიირებული ორ ნომინაციაში Victoria's Secret _ის დაჯილდოვებაზე "What Is Sexy?" სერიალმა აიღო ორივე ჯილდო "ყველაზე სექსუალური კასტი 2011","ყველაზე სექსუალური კაცი 2011" - იან სომერჰალდერი.

2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული კიდევ 12 " Teen Choise Award "_ზე : რჩეული ტევე შოუ – ფანტასტიკური ჟანრი, რჩეული ტევე მსახიობი - პოლ უესლი, რჩეული ტევე მსახიობი – ფანტასტიკური ჟარი - იან სომერჰალდერი,რჩეული მსახიობი ქალი – ფანტსტიკური ჟანრი - ნინა დობრევი, რჩეული ტევე ბოროტმოქმედი - ჯოზეპ მორგანი, "სცენის მპარავი" – კატერინა გრაჰამი. "სცენის მპარავი" - მაიკლ ტრევიანო, ყველაზე სექსუალური ქალი - ნინა დობრევი,ყველაზე სექსუალური კაცი - იან სომერჰალდერ და საუკეთესო ტვ ვამპირები - ნინა დობრევი,იან სომერჰალდერი და პოლ უესლი.[34]

[რედაქტირება] DVD ფორმატი

პირველი სეზონი გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონებში 1, 2 და 4 და Blu-Ray ფორმატში რეგიონ A-A-სა და B-Bში. ორივე ამერიკული ვერსია მოიცავს ლ.ჯ. სმიტის „ვამპირის დღიურები: გამოღვიძების“ მსახიობებისა და ტექნიკოსების კომენტარებს შერჩეულ სერიებზე, გამოუქვეყნებელ სცენებს, კულისების სიუჟეტებს, ინტერნეტ ვიდეოებსა და გადმოწერად აუდიო წიგნებს.[35] ის გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონ 2-ში 2010 წლის 23 აგვისტოს.[36] ამის შემდეგ, რეგიონ 1-მა დაიწყო DVD-ების გაყიდვა 31 აგვისტოს,[35] შემდეგ კი, რეგიონ 3-მა - პირველ სექტემბერს.[37] რეგიონ A-Aში ის გამოუშვეს ბლუ-რაყ ფორმატში 31 აგვისტოს.[38][39] რეგიონ B-Bში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო; დიდ ბრიტანეთში - 2010 წლის 23 აგვისტო[40], ბრაზილიაში - 26 აგვისტო,[41] და ავსტრალიაში - 1-ლი სექტემბერი.[42] "ვამპირის დღიურების" მეორე სეზონი DVD_ზე გამოვიდა 2011 წლის 30 აგვისტოს.[43] რეგიონ B-Bში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდი ბრიტანეთში 2011 წლის 22 აგვისტოს,[44] ბრაზილიაში 2011 წლის 25 აგვისტოს.

[რედაქტირება] საუნდტრეკები

[რედაქტირება] სქოლიო

  1. TVD-ს ეპიზოდები. TV Guide. წაკითხვის თარიღი: 2011-02-03.
  2. 'Vampire Diaries' მონაწილეობენ ნინა დობრევი, პოლ უესლი დაიან სომერჰალდერი“, Los Angeles Times, 2010-01-21. წაკითხვის თარიღი: 2010-02-08. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ბოლო 2009 - 2010 წლის გადაცემების რეიტინგი. TVbytheNumbers.com. წაკითხვის თარიღი: 2010-06-16.
  4. Wieselman, Jarett. “Nina Dobrev: Our season finale will drive fans crazy!“, New York Post, 2010-04-04. წაკითხვის თარიღი: 2010-08-19. 
  5. Fradkin, Lori (2009-09-24). The Vampire Diaries’ - იან სამერჰელდერი. New York Magazine. წაკითხვის თარიღი: 2010-08-19.
  6. Bentley, Jean (2010-05-13). ექსკლუზიური ინტერვიუ ვაპირის დღიურების მსახიობ სარა ქენინგისთან. Teen Vogue. წაკითხვის თარიღი: 2010-08-19.
  7. "CW-ს ქასთი 'კატერინა გრაჰამი'". The CW. Retrieved 2010-08-19.
  8. Krentcil, Faran (2009-09-24). THE INSIDER: CANDICE ACCOLA. Nylon. წაკითხვის თარიღი: 2010-08-19.
  9. "CW-ს მსახიობები 'ზაკ როერიგი'". The CW. Retrieved 2010-08-19.
  10. "CW-ს მსახიობები 'მაიკლ ტრევინო'". The CW. Retrieved 2010-08-19.
  11. "CW-ს მსახიობები 'კაილა ეველი'". The CW. Retrieved 2010-08-19.
  12. "CW-ს მსახიობები 'მეთიუ დევისი'". The CW. Retrieved 2010-08-19.
  13. Ausiello, Michael. “ვამპირის დღიურების რეიტინგი“, Entertainment Weekly, 2009-09-11. წაკითხვის თარიღი: 2009-10-11. 
  14. DVR spells OMG ratings for CW - TV Ratings, Nielsen Ratings, Television Show Ratings. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: 2010-06-15.
  15. ვამპირის დღიურები. Metacritic. CBS. წაკითხვის თარიღი: 2009-11-13.
  16. Tucker, Ken. შეფასება: ვამპირის დღიურები (2009). Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 2009-10-30.
  17. Stasi, Linda (2009-09-10). Love at first bite. New York Post. წაკითხვის თარიღი: 2010-09-13.
  18. Goodman, Tim (2009-09-04). TV reviews: Melrose Place, Vampire Diaries. San Francisco Chronicle. წაკითხვის თარიღი: 2010-09-13.
  19. Karpel, Ari. “5 reasons 'Vampire Diaries' is better than 'Twilight'“, New York Post, 2009-12-18. წაკითხვის თარიღი: 2009-12-18. 
  20. Peterson, Karla. “It's crazy happy season on fall TV“, The San Diego Union-Tribune, 2009-10-23. წაკითხვის თარიღი: 2009-10-23. 
  21. Hale, Mike. “A Top 10 List That Needs an Addendum“, The New York Times, 2009-12-18. წაკითხვის თარიღი: 2009-12-18. 
  22. "ვამპირის დღიურები: პირველი სეზონის პრემიერის მომოხილვა". BuddyTV.com. Retrieved 2010-08-19.
  23. Seidman, Robert (2009-09-11). ვამპირის დღიურები: ყველაზე მეტჯერ ნანახი სერიალი ტელეარხ The CW-ზე პრემიერის მომენტში. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: 2010-10-04.
  24. Seidman, Robert (2010-05-14). Thursday Finals: Survivor, Grey’s Anatomy, CSI, Mentalist, Community Adjusted Up. TV By The Numbers. წაკითხვის თარიღი: 2010-05-14.
  25. "The CW Network announces fall premiere dates". The CW. Retrieved 2010-08-19.
  26. Thursday 9/11/10. წაკითხვის თარიღი: 2010-09-10.
  27. "CW Primetime May Finales Dates Announced". SpoilerTV. Retrieved 2011-02-14.
  28. Gorman, Bill (2011-05-13). Thursday Final Ratings: 'American Idol,' 'Big Bang,' 'Community,' 'Rules,' 'Mentalist,' 'Office,' 'Vampire Diaries' Adjusted Up; 'Bones' Adjusted Down. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: 2011-05-16.
  29. Gorman, Bill (2011-06-13). 'Modern Family' Tops DVR Ratings Gain For The 2010-11 Season; 'Fringe' Has Biggest % Increase By DVR. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: 2011-06-20.
  30. Gorman, Bill (2011-09-16). Thursday Final Ratings: 'The Vampire Diaries,' 'Wipeout' Adjusted Up; 'The Secret Circle' Quarter Hour Ratings. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: 2011-09-17.
  31. "2010 წლის თინეიჯერების არჩევანის გამარჯვებულები არიან ვაპირის დღიურები და ჭორიკანა". Teen Choice Awards. Retrieved 2010-08-19.
  32. "Saturn Awards nominations". SaturnAwards.org. Retrieved 2010-08-19.
  33. "PCA Awards/Nominees". People's Choice Awards. Retrieved 2010-08-19.
  34. http://www.chiff.com/pop-culture/teen-choice-awards.htm
  35. 35.0 35.1 Lambert, David (2010-06-04). ვამპირის დღიურების DVD რელიზის თარიღი ცნობილია. TV Shows on DVD. წაკითხვის თარიღი: 2010-06-04.
  36. ვამპირის დღიურები - სეზონი 1 [DVD [2009]]. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 2010-03-29.
  37. ვამპირის დღიურები - 1 სეზონი მთლიანად. EzyDVD. წაკითხვის თარიღი: 2010-03-30.
  38. ვამპირი დღიურები: პირველი სეზონი მთლიანად [Blu-ray]: Nina. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  39. ვამპირის დღიურები: პირვეი სეზონი მთლიანად Blu-ray: Amazon.ca:DVD. Amazon.ca (2010-07-19). წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  40. ვამპირის დღიურები: პირვეი სეზონი მთლიანად 4pc Blu-ray US Import: Amazon.co.uk: DVD. Amazon.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  41. In Portuguese: "Listão de lançamentos para AGOSTO!". Retrieved 2010-08-28.
  42. ამპირიდ დღიურები: პირვეი სეზონი მთლიანად (4 Disc Set) (Blu-ray) (FREE Replica Necklace) @ EzyDVD. EzyDVD.com.au. წაკითხვის თარიღი: 2010-08-22.
  43. "Comic Con 2011 Announcement". TheWB.com. Retrieved 2011-07-23.
  44. "Amazon UK Season 2 Blu-ray". Retrieved 2011-07-23.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე