ნინა დობრევი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინა დობრევი
Nina Dobrev 2012.jpg
დაბადების სახელი ნინა კონსტანტინოვა დობრევა
დაბადების ადგილი სოფია, ბულგარეთი
დაიბადა 9 იანვარი, 1989
შემოქმედების წლები 2006 - დღემდე

ნინა დობრევი (დ. 9 იანვარი, 1989) — ბულგარელი მსახიობი და მოდელი. მან შეასრულა მარტოხელა თინეიჯერი დედის როლი სერიალში Degrassi: The Next Generation 6-9 სეზონებში. მსახიობი ამჟამად თამაშობს ორ პერსონაჟს ელენა გილბერტს და კატერინს პირსს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები.

სექციების სია

ადრეული წლები და კარიერა [რედაქტირება]

ნინა გადავიდა საცხოვრებლად კანადაში, როცა ის იყო 2 წლის. ის გაიზარდა ტორონტოში. მსახიობი საუბრობს ინგლისურ,ფრანგულ და ბულგარულ ენებზე. ნინას ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა - პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი. მსახიობმა დაამთავრა საშუალო სკოლა,სადაც სწავლობდა ბალეტს და მხატვრულ ტანვარჯიშს. შემდგომ ის სწავლობდა სოციოლოგიას Ryerson University-ში. ნინამ დატოვა 2008 წელს უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.

კარიერა [რედაქტირება]

სამოდელო კარიერამ ნინას გზა გაუხსნა მსახიობობისკენ. მან ითამაშა ფილმებში Fugitive Pieces, Away from Her, Never Cry Werewolf და სერიალში Degrassi: The Next Generation. ნინა 2009 წლიდან თამაშობს მთავარ როლს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის ასრულებს ორ სრულიად განსხვავებულს პერსონაჟს კატერინს პირსს, ვამპირს რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკული სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირებს დეიმონ და სტეფან სალვატორებს. 2011 წლის აპრილში ნინა დაამტკიცეს ფილმში The Perks of Being a Wallflower ემა ვოტსონთან ერთად.

პირადი ცხოვრება [რედაქტირება]

ნინა ხვდება თავის კოლეგასა და პარტნიორს იან სომერჰალდერი-ს, რომელიც ვამპირის დღიურების გადაღებებისას გაიცნო.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი ფილმი გმირი
2006 Away from Her მონიკა
2006 Playing House შანია
2006-2009 Degrassi: The Next Generation მია ჯონსი
2007 How She Move გოგონა აბაზანაში
2007 The Poet რეიჩელი
2007 Fugitive Pieces ბელა
2007 My Daughter's Secret ჯასტინა
2007 Too Young to Marry ჯესიკა
2008 The American Mall ელი შეპარდი
2008 Never Cry Werewolf ლორენ ჰენსეტი
2008 The Border მაია
2009 Chloe ანა
2009 Eleventh Hour გრეისი
2009-დღემდე ვამპირის დღიურები ელენა გილბერტი/კატერინ პირსი
2011 The Super Hero Squad Show ელენი
2011 The Roommate მაია
2011 Arena ლორი
2012 The Perks of Being a Wallflower კენდესი

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]